რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პედოფილიაში ადანაშაულებდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს თავმჯდომარის, სერ რობერტ ოუენის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ 300-გვერდიან ანგარიშშია ნათქვამი.
აღნიშნული ეპიზოდი ნახსენებია ლიტვინენკოსა და პუტინს შორის დაპირისპირების კონტექსტში.
"დაპირისპირებამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც 2006 წლის 5 ივლისს Chechenpress-ში სტატია გამოქვეყნდა სახელწოდებით - "კრემლის ჩიკატილო". სტატია ვლადიმერ პუტინის ტურისტებთან შეხვედრის აღწერით იწყება და ნახსენებია ის ეპიზოდიც, როდესაც მან პატარა ბიჭს მოულოდნელად მუცელზე აკოცა" - ნათქვამია დასკვნაში.

ეს შემთხვევა ლიტვინენკომ პუტინის პედოფილიით ახსნა.
ლიტვინენკო წერდა, რომ წლების შემდეგ, როდესაც პუტინი უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსი გახდა და პრეზიდენტობისთვის ემზადებოდა, იმ კომპრომატების მოძიება და განადგურება დაიწყო, რომელსაც უშიშროების სამსახური მის შესახებ ადრეულ წლებში აგროვებდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა ვლადიმერ პუტინმა ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც მცირეწლოვან ბიჭებთან მისი სექსი იყო გადაღებული.
"ეს ძალიან მძიმე ბრალდებებია და ჩნდება კითხვა - შეიძლებოდა, თუ არა ამ სტატიას ა ლიტვინენკოს გარდაცვალებასთან ჰქონოდა კავშირი კავშირი?" - აღნიშნულია მოხსენებაში.
რობერტ დაუნის დასკვნის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი ოფიცერის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა "დიდი ალბათობით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანხმობით განხროციელდა".
ოუენის თქმით, გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ალექსეი ლუვომა და დმიტრი კოვტუნომა ლიტვინენკო რადიოაქტიური პოლონიუმ 210-ით მოწამლეს.
მოსამართლის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ლიტვინენკოს ლიკვიდირების ოპერაცია სავარაუდოდ, სწორედ უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ ჩატარდა.
ლიტვინენკო 2006 წელს 23 ნოემბერს 21.21 საათზე, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საზოგადოებისთვის ლიტვინენკო ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც 1999 წელს, პირდაპირი ეთერით, თავის ოთხ თანამშრომელთან ერთად სკანდალური განცხადება გააკეთა, მან აღიარა რომ ФСБ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მკვლელობას გეგმავდა. მოგვიანებით მისმა განცხადებამ - მოსკოვისა და რიაზანის საცხოვრებელი კორპუსების აფეთქების უკან ФСБ დგასო, რუსეთი შოკში ჩააგდო. 2001 წელს გამოვიდა მისი წიგნი, "ФСБ აფეთქებს რუსეთს". ლიტვინენკო წერდა, რომ ტერაქტები მოსკოვსა და რიაზანში პუტინს ჩეჩნეთში მეორე საომარი კამპანიის დასაწყებად სჭირდებოდა, წიგნი ბესტსელერად იქცა. ლიტვინენკო იძულებული გახდა, დიდი ბრიტანეთისთვის ეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. ის ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობდა და ბერეზოვსკის ფონდის დაფინანსებით დამოუკიდებელ გამოძიებას ეწეოდა.მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2006 წლის ნოემბერში ყოფილ კოლეგებს, ანდრეი ლუგობსა და დიმიტრი კოოვტუნომს შეხვდა და სასტუმროს რესტორანში ჩაი დალია. ლუგობი ამჟამად რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატია.
ლიტვინენკოს ოჯახის წევრები და მეგობრები მის მკვლელობის ორგანიზებაში ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები






