"გაზპრომის" მეწილე ივანიშვილმა 100 მილიონი იზარალა - შვეიცარიული პრესა
მსოფლიო - 12:20, 22 Jan, 2016     3842
შვეიცარული პრესა საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს Gazprom-ის მსხვილ მეწილედ და პრო-რუს ოლიგარქად მოიხსნიებს და მის სავარაუდო ფინანსურ ზარალზე წერს.

ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი დოლარი იზარალა - წერს გამოცემა Handels Zeitung-ი.

საუბარია 100 მილიონამდე შვეიცარული ფრანკის (99 786 500 აშშ დოლარი) ზარალზე, რომელიც რომელიც ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია RAPTOR-ში განახორციელა.

ივანიშვილის სახელით საფინანსო ოპერაციებს შვეიცარული ბანკის Credit Suisse-ის კონსულტანტი ახორციელებდა, რომელიც წინასწარ პატიმრობაშია. გამოცემის ინფორმაციით, ეს ბანკი ივანიშვილის ქონებიდან ერთ მილიარდს განკარგავს.

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ თაღლითობას ადგილი არ ჰქონია. თუმცა ზარალს არ უარყოფს. ადვოკატის თქმით, ივანიშვილის ფული Credit Suisse-ის კონსულტანტმა ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიაში, RAPTOR-ში ჩადო, რომლის აქციებიც გაუფასურდა და რომ მის კლიენტს პირადი გამდიდრების სურვილი არ ამოძრავებდა.

ბრალდების მხარე ამტკიცებს რომ ეს ტრანზაქცია ბანკირმა ივანიშვილთან შეუთანხმებლად შეასრულა.

ინციდენტს თავად Credit Suisse-იც გამოეხმაურა. განმარტებაში წერია, რომ ბანკირმა უფლებამოსილებას გადაჭარბა და ზედმეტ რისკზე წავიდა, რამაც კლიენტი დიდ დანაკარგებამდე მიიყვანა. Credit Suisse გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42