დავით საგანელიძე სლოვაკეთში საქმიან შეხვედრებს მართავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:45, 22 Jan, 2016     1271

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის საბანკო, საფინანსო და საპროექტო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს, სლოვაკეთის „ექსიმბანკი“-ს გენერალურ დირექტორს, ბრატისლავას მერსა და ქალაქის მთავარ არქიტექტორს შეხვდა. ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სექტორში ურთიერთთანამშრომლობის გარდა საუბარი შეეხო სლოვაკური კომპანია „EUROCOM“-ის მიერ საქართველოში დაგეგმილ, ახალ საინვესტიციო პროექტებს, რომლის ოფიციალურ პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის გარდა სლოვაკეთში საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეული თბილისის მერი დავით ნარმანიაც დაესწრო.

როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს ინოვაციური ეკო ქალაქი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირპროპორციულად იქნება დაკავშირებული, ამიტომ ბრატისლავაში, თბილისის ზღვის განაშენიანების შესახებ პროექტის განხილვას, საქართველოს საპარტნიორო ფონდი გვერდს ვერ აუვლიდა.

„ცხადია, ჯგუფი, რომელიც თბილისში ასეთი დიდი პროექტის განხორციელებას გეგმვს, ეძებს პარტნიორს და შესაძლოა ეს, სწორედ საპარტნიორო ფონდი იყოს. ჩვენ განვიხლავთ პროექტის შინაარსს, მის პერსპექტივებს და დაფინანსების გეგმებს. ეს არის საკმაოდ დიდი მოცულობის საინვესტიციო პროექტი, ამიტომ ჩვენ შევხვდით პოტენციურ საპროექტო ორგანიზაციებსა და საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, ვინც აქტიურად უნდა იყოს ჩართული პროექტის განხორციელებაში, რომელსაც მხარს უჭერეს თავად ბრატისლავას მერი და ქალაქის მთავარი არქიტექტორი.“-განაცხადა დავით საგანელიძემ.

„EUROCOM”-ის საინვესტიციო გეგმებში გასართობი და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განვითარება და თბილისში, ეკო ტრანსპორტის პროექტის განხორციელებაც შედის.

პროექტს მხარს უჭერს სლოვაკეთის ზილინის რეგიონის გუბერნატორიც. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს და თბილისის მერს ზილისის გუბერნატორმა ჟურაჟი ბლანარმა უმასპინძლა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორს. გადაწყდა, რომ მოეწყობა ქართველი და ესტონელი ტუროპერატორების გაცვლითი ტური. მხარეებმა საქართველო-ესტონეთს შორის ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სლოვაკეთში საქმიან წრეებთან შეხვედრებს აგრძელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42