რუსეთის რეგიონალური ბანკების ასოციაცია 20 იანვარს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუბლის გაუფასურების გამო 2016 წლის ბოლოს რუსეთის ფინანსური ორგანიზაციების უმრავლესობას შესაძლოა ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი სტანდარეტების შესრულება გაუჭირდეთ.
ამ ფონზე მოსკოვში პირველი მასობრივი ფინანსური ბუნტი მოხდა. იპოთეკარებმა ოთხშაბათს ორ ბანკთან „Дельта-кредит" და "ВТБ 24"-თან საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი მათი კრედიტების პირობების გადახედვას ითხოვდნენ.
„Дельта-кредит"-თან 300 მდე ადამიანი მივიდა. მათ ბანკში არსებულ სკამებზე და კარებზე თავი ხელბორკილებით მიიბეს და განაცხადეს, რომ არ დაიშლებოდნენ, ვიდრე მათ ბანკის ხელმძღვანელობა არ შეხვდებოდა. საბოლოოდ აქცია აქციის მონაწილეების ნაწილის დაპატიმრებით დასრულდა.
ბანკის კლიენტების განცხადებით, მათ შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ რადგან კრედიტის ყოველთვიური გადასახადი 200-300%-ით გაუძვირდათ. მსგავს მდგომარეობაში ერთი ბანკის „ДельтаКредит"-ის 1000ზე მეტი კლიენტი აღმოჩნდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ეს რიცხვი სახიფათოდ დიდია.
მასალის გამოყენების პირობები






