ცხადაძე არ გადადგა და სპორტის მინისტრს დაძაბულობის შექმნაში ადანაშაულებს
სპორტი - 14:37, 21 Jan, 2016     3061
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის განცხადებით ის არ აპირებს თანამდებობა დატოვოს, მიუხედავად იმისა, რომ სპორტის მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს მისი ნაკრებიდან გაშვება უნდა. აღნიშნულ საკითხზე კახა ცხადაძემ დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ცხადაძის თქმით მისსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის დაძაბულობის არსებობას სწორედ მინისტრი უწყობს ხელს, რადგან ხეჩიკაშვილი მის შემცვლელად ერთ-ერთ პიროვნებას ლობირებს. "იკვეთება მინისტრის დამოკიდებულება ჩემს მიმართ და იმ კანდიდატის მიმართ ვინც უნდა შემცვალოს," - განაცხადა კახა ცხადაძემ.

"ფეხბურთის ფედერაციის მიმართ ჩემი შეთავაზება არის ის, რომ დავიკლოთ ხელფასის 25 %, შესარჩევ ეტაპზე მ-3 ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ეს თანხა უკან დამიბრუნდეს. ამის შესახებ ვესაუბრე ლევან კობიაშვილსაც.

მე ვრჩები გუნდში. არსად არ მივდივარ და ახლა უკვე ფედერაციის გადასაწყვეტია, რას მოიმოქმედებს. უმჯობესია, გადაწყვეტილება ფედერაციამ მალე მიიღოს. თუ უნდა გათავისუფლება და კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა - თქვას, თუ არა და, დამთავრდეს ამაზე საუბარი, რათა გავაგრძელო მშვიდად მუშაობა.
ყველაზე ნორმალურ სიტუაცის მქონე ნაკრებში შეიქმნა გაურკვევლობა. ენთუზიაზმია, პოზიტივია შესარჩევი ეტაპის წინ.

პირველი ექვსი თვე ყველანაირი მდგომარეობიდან გამომდინარე ანაზღაურების გარეშე დავთანხმდი მუშობას. ხელფასი წინა მწვრთნელებთან შედარებით 60%-ით შევიმცირე.

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები იყო, მუშაობა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. ფეხბურთელებს არავითარი ოპტიმიზმი არ ჰქონდათ და ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანეთ“- აღნიშნა ცხადაძემ.

ცხადაძის თქმით სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი არ აპირებს ფეხბურთს ხელფასების კუთხით დაეხმაროს:

„როდესაც დავბრუნდი გერმანიის თამაშის მერე, ვთქვი, რომ მესამე ადგილისთვის ფეხბურთელებისთვის ფინანსური კონპენსაცია იყოს. ერთ-ერთ ტელევიზიის გადაცემაში კი სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის ხელფასი უნდა იყოს დაბალი და უნდა იყოს ბონუსური სისტემა. პირად საუბრებში მან განმიცხადა, რომ წინააღმდეგია, ხელფასი გადაიხადოს ჩემს მუშაობაში.

მე ვუთხარი მინისტრს რომ მისი პირდაპირი მოვალეობა იყო ფეხბურთის ფედერაციის დახმარება, მან პირდაპირ მითხრა, რომ ხელფასების კუთხით არ აპირებდა დახმარებას.

გუნდი არის ერთიანი. ფსიქოლოგიურად წინ წავედით და გაჩნდა ოპტიმიზმი. ბიჭები ნერვიულობენ, ყოველდღე მეკონტაქტებიან - მათაც აინტერესებთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ამიტომ, ვინაიდან უკვე ახლოვდება შესარჩევი ეტაპი, უმჯობესია, გადაწყვეტილებები დროულად იქნეს მიღებული"- განაცხადა ცხადაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42