ოუენის თქმით, გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ალექსეი ლუვომა და დმიტრი კოვტუნომა ლიტვინენკო რადიოაქტიური პოლონიუმ 210-ით მოწამლეს.
მოსამართლის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ლიტვინენკოს ლიკვიდირების ოპერაცია სავარაუდოდ, სწორედ უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ ჩატარდა.
ФСБ-ს ყოფილი ოფიცერი ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წელს 23 ნოემბერს 21.21 საათზე, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საზოგადოებისთვის ლიტვინენკო ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც 1999 წელს, პირდაპირი ეთერით, თავის ოთხ თანამშრომელთან ერთად სკანდალური განცხადება გააკეთა, მან აღიარა რომ ФСБ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მკვლელობას გეგმავდა. მოგვიანებით მისმა განცხადებამ - მოსკოვისა და რიაზანის საცხოვრებელი კორპუსების აფეთქების უკან ФСБ დგასო, რუსეთი შოკში ჩააგდო. 2001 წელს გამოვიდა მისი წიგნი, "ФСБ აფეთქებს რუსეთს". ლიტვინენკო წერდა, რომ ტერაქტები მოსკოვსა და რიაზანში პუტინს ჩეჩნეთში მეორე საომარი კამპანიის დასაწყებად სჭირდებოდა, წიგნი ბესტსელერად იქცა. ლიტვინენკო იძულებული გახდა, დიდი ბრიტანეთისთვის ეთხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. ის ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობდა და ბერეზოვსკის ფონდის დაფინანსებით დამოუკიდებელ გამოძიებას ეწეოდა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც 2006 წლის ნოემბერში ყოფილ კოლეგებს, ანდრეი ლუგობსა და დიმიტრი კოოვტუნომს შეხვდა და სასტუმროს რესტორანში ჩაი დალია. ლუგობი ამჟამად რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატია.
ლიტვინენკოს ოჯახის წევრები და მეგობრები მის მკვლელობის ორგანიზებაში ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები






