გია ნიჟარაძე "მსოფლიო რაგბის" სადისციპლინო კომისიის წევრი გახდა
სპორტი - 13:32, 21 Jan, 2016     1735

"მსოფლიო რაგბის" აღმასრულებელმა კომიტეტმა შექმნა ახალი სადისციპლინო კომისია, რომლის ერთ-ერთ წევრი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე გახდა.

კომისია მუშაობას 2015 წლის მსოფლიო თასთან დაკავშირებული სადისციპლინო საკითხების განხილვით დაიწყებს (მ.შ. ტურნირის სადისციპლინო დებულების ეფექტური და არაეფექტური მხარეების გამოვლენა, მისაღები ზომების განხილვა და ა.შ.). სავარაუდოდ მომავალში ამ კომისიას სხვა საკითხების განხილვაც დაევალება.

1 თებერვალს ჯგუფი გამართავს სატელეფონო კონფერენციას, ხოლო პირველი სხდომა 3 მარტს ჩაატარებს დუბლინში.

კომისიის შემადენლობა:

თავმჯდომარე: ბობ ლათემი (მსოფლიო რაგბის დებულებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მსოფლიო რაგბის აღმსასრულებელი კომიტეტისა და საბჭოს წევრი, ჩრდილო ამერიკის და კარიბის რეგიონის სარაგბო ასოციაციის (NACRA) პრეზიდენტი და წარმომადგენელი მსოფლიო რაგბში, აშშ-ს რაგბის კავშირის თავმჯდომარე)

კომისიის წევრები:

ჯონ ჯეფრი - მსოფლიო რაგბის სარაგბო კომიტეტის თავმჯდომარე, მსოფლიო რაგბის საბჭოს წევრი, სარაგბო სამყაროში ‘თეთრ ზვიგენად’ ცნობილი, წარსულში ლეგენდარული მორაგბე, შოტლანდიის ნაკრების ყოფილი წევრი; პიერ კამუ - საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი; აგუსტინ პიშოტი - მსოფლიო რაგბის აღმსასრულებელი კომიტეტის და საბჭოს წევრი, არგენტინული და მსოფლიო რაგბის ლეგენდა, პუმების ყოფილი კაპიტანი, მსოფლიო რაგბის დიდების დარბაზის წევრი; გიორგი ნიჟარაძე - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი; ქონრად სმითი - ლეგენდარული ‘ოლ ბლექი’, 2011 და 2015 წლის მსოფლიო თასების გამარჯვებული; მაიქ რაფტერი - კლუბ ბრისთოლის, ინგლისის ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ყოფილი ფლანკერი;





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42