დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
ეს საინტერესოა - 10:50, 21 Jan, 2016     3109
მსოფლიო დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ჯუან მანი – ესაა სახელი და გვარი პიროვნებისა, რომელსაც მსოფლიოში ფრიად პოპულარული „უანგარო ჩახუტების“ აქციის იდეა სპონტანურად დაებადა.

ავსტრალიელი ჯუანის ცხოვრებაში ერთ მშვენიერ დღეს დადგა დრო, როცა პირადი პრობლემების გამო იძულებული გახდა, ლონდონიდან მშობლიურ ქალაქ სიდნეიში დაბრუნებულიყო. მას იქ უკვე არავინ ელოდა. არც ისეთი ჰყავდა ვინმე, ვისაც დაბრუნებით გაახარებდა:

„არავისთან შემეძლო დამერეკა და ჩემი დაბრუნებით გამეხარებინა. ჩამოსული მგზავრების ტერმინალში დიდხანს ვიდექი და ვუყურებდი, როგორ ეხუტებოდნენ ჩამოსული და დამხვედრი, წამსვლელი და დამრჩენი ადამიანები ერთმანეთს. ძალიან მინდოდა, ყოფილიყო ვინმე ისეთი, ვინც ჩემი ჩამოსვლით გაიხარებდა, გამიღიმებდა და ჩამეხუტებოდა“, – იხსენებს ჯუანი.

იდეა სპონტანურად დაებადა: აიღო მუყაოს მოზრდილი ნაგლეჯი, მარკერი და დიდი ასოებით დააწერა: FREE HUGS. მერე ყველაზე ხალხმრავალ უბანში გავიდა. წარწერა ორივე მხრიდან იკითხებოდა და გრძნობდა, როგორ უცქერდნენ გამვლელები უცნაურ ახალგაზრდას: ზოგი ათვალწუნებით, ზოგი ირონიული ღიმილით, ზოგი კი, უბრალოდ, მზერას არიდებდა.

„უცებ, ვიგრძენი, რომ ზურგიდან ვიღაც შემეხო და მოვტრიალდი. ჩემს წინაშე დაბალი მოხუცი იდგა, რომელმაც დაიწყო მოყოლა, როგორი ძნელი დღეები უდგას, როგორ უჭირს, რადგან შვილი დაეღუპა ავტოკატასტროფაში. მას ხმა უკანკალებდა. მე ჩავიმუხლე, ხელები გავშალე და ჩვენ ერთმანეთს ჩავეხუტეთ ისე, რომ ორივე ვტიროდით. მაგრამ ეს შვების ცრემლები იყო“, – ამბობს ჯუანი.

შემდეგ კი მასთან უამრავი ადამიანი მივია, ისინი ეხუტებოდნენ და გულიანად იღიმებოდნენ.

ჩახუტების საერთაშორისო დღე კი 1985 წლიდან აღინიშნება, რაც Chase's Calender - ში ყოველწლიურ მოვლენად შეიტანეს. მისი დამაარსებელია მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრი და ბოსტონის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების მაგისტრი კევინ ზაბორნია, რომელსაც ჩახუტების ამბასადორსაც უწოდებენ.

ჩახუტების აქცია მთელ მსოფლიოს მოედო და მას ყოველწლიურად 21 იანვარს აღნიშნავენ.

უამრავი კვლევა არსებობს იმის დამადასტურებლად, რომ ადამიანის შეხება, ჩახუტება პოზიტიურ გრძნობებს იწვევს, კარგ ხასიათს იწვევს და ემოციურ და სულიერ სიხალისეს ანიჭებს ყველას. ამიტომ, შევუერთდეთ ჩახუტების საერთაშორისო დღეს და გავხადოთ ერთმანეთი ბედნიერები.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42