"...მე შეტანილი მქონდა საბუთები ელბაქიძის 12 ნომერში და მითხრეს, ბიძინას მოსვლის შემდეგ დაგეხმარებითო და რა, ხმები მოაგროვეთ ამით და ხალხი ფეხებზე დაიკიდეთ? რა, აუცილებელია მეც თავი დავიწვა რომ მომაქციოთ ყურადღება? გთხოვთ დამეხმაროთ, სად წავიდე, ვის მივმართო არ ვიცი?! არც სოსო ჯაჭვლიანი არ მაქცევს ყურადღებას და არც მთავრობა! მაინცდამაინც მე უნდა მოვიკლა თავი? გთხოვთ დახმარებას, რომ შემდეგ არ იყოს გვიანი, თქვენმა უყურადებობამ, შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიღოს", - ნათქვამია წერილში.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ქალბატონმა წერილი შეტყობინების სახით არა ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქში", არამედ მილიარდერის სახელითა და გვარით გახსნილ ერთ-ერთ გვერდზე გაგზავნა იმ იმედით, რომ პრემიერს სწერდა და პასუხს მიიღებდა. "ნიუპოსტმა" წერილში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერი გადაამოწმა და მასზე დაკავშირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ირინა ნინუა მართლაც სოციალურად დაუცველია და მართლაც გაუგზავნა წერილი პრემიერმინისტრს.
"ნიუპოსტი" ირინა ნინუას დაუკავშირდა. ქალბატონი ირინა ქვრივია და მას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ცხოვრობს გმირ კურსანტთა 22-ში და საცხოვრებელი სახლი იპოთეკით აქვს დატვირთული. როგორც ნინუა აღნიშნავს, გაფორმებული აქვს ერთწლიანი ხელშეკრულება და მხოლოდ სამი თვე არის გასული, დღეისათვის კი იპოთეკარი მაგდანა სამხარაძე მას სახლის დაცლას სთხოვს.
ნინუას თქმით, სამხარაძე მისი ოჯახის ბინიდან გამოსხლებას იძულებითა და ზეწოლით ცდილობს, არგუმენტად კი ის მოაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილის სოფლიდან არის წარმოშობით.
"ნიუპოსტი" დაუკავშირდა იპოთეკარ მაგდანა სამხარაძის ოჯახს და გაარკვია, რომ ირინა ნინუას საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული საქმე სასამართლოს აქვს განსახილველად გადაცემული.
როგორც ირკვევა, ნინუას საცხოვრებელი სახლი სამთვიანი იპოთეკით გასული წლის მაისში დაიტვირთა, ნინუას კი თანხის დაბრუნება არ სურს. სამხარაძე აღნიშნავს, რომ საქმე კანონიერია, თავად ნინუას კი "თაღლითს" უწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






