სააგენტო. ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის მონაცემებს აქვეყნებს და წერს, რომ ”ირან ჰევის” ტიპის ერთი ბარელი ნავთობი, რომელიც ოპეკის კალათაში შედის, 23 დოლარი და 85 ცენტი ღირს.
ევროპელი მომხმარებლისთვის ირანული ნავთობი 6 დოლარი და 55 ცენტით იაფი ეღირება.
18 იანვარს, სანქციების გაუქმების შემდეგ ირანმა ნავთობის წარმოება დღეში 500 ათას ბარელამდე გაზარდა.
შეგახსენებთ , გასულ კვირას, აშშ-მა და ევროკავშირმა ირანის მიმართ არსებული სანქციები გააიქმა. ირანმა და "დიდმა შვიდეულმა" ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ ისტორიულ შეთანხმებას, გასული წლის მაისში მიაღწიეს, რაც ყველა სამხედრო და შესაძლო საეჭვო ობიექტზე ინსპექციის ჩატარებას ითვალისწინებს. გუშინ კი, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დასკვნის თანახმად, რომელიც ირანის მიერ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პირობების შესრულებას ითვალისწინებს, ირანს სანქციები მოეხსნა,
მასალის გამოყენების პირობები






