ერთი ბარელი "ბრენთის" მარკის ნავთობის ფასი 28 აშშ დოლარზე დაბლა ჯერ კიდევ გუშინ ჩამოვიდა, დღეს კი ერთი ბარელი WTI ტიპის ნავთობის ფასი 27.52 აშშ დოლარამდე დაეცა. "ბრენტის" ნავთობი კი 28.18 დოლარი ღირს.
როგორც „როიტერი“ იტყობინება, მსგავსი დაბალი ფასი 2003 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ნავთობის ფასის ვარდა , აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის ფონზე გრძელდება. სანქციების მოხსნის შემდეგ, ირანს უფლება აქვს საკუთარი ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე გაყიდოს და ფინანსური სისტემითაცისარგებლოს.
ნავთობის ფასმა მკვეთრი ცვლილება გასული წლის სექტემბერში დაიწყო. ექსპერტების განცხადებით, ფასის ვარდნის ძირითად მიზეზად - ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდება სახელდება. ერთ-ერთ მიზეზად აშშ-ისა და ოპეკის ქვეყნების, პირველ რიგში საუდის არაბეთთან „სანავთობო ომს“ უკავშირებენ.
მასალის გამოყენების პირობები






