პაკისტანის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ რეგიონში ქალაქ ჩარსადაში მდებარე "ბაჩა ხანის" უნივერსიტეტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Dawn Tribune იტყობინება.
„ბიბისის“ ცნობით კი, თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ოთხი უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელია, ერთი პოლიციელი, ორი სტუდენტი და ერთი ქიმიის პროფესორია. გავრცელებული ცნობით დაშავებულია 30 ადამიანი, მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მოკლულია 4 თავდამსხმელი, თუმცა სროლები ამ წუთებშიც გრძელდება. უნივერსიტეტის კამპუსი პოლიციას ალყაში აქვს მოქცეული.უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა 63 სტუდენტის ევაკუაცია უკვე შეძლეს
შეგახსენებთ, უნივერსიტეტს შეიარაღებული პირები თავს დღეს დილით დაესხნენ. შეიარაღებული პირები უნივერსიტეტის კამპუსში შეიჭრნენ და სროლა ატეხეს.
ქალაქი ჩარსადა პეშავარიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.



მასალის გამოყენების პირობები






