რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებს წლის ბოლომდე ვერ დაესწრება
მსოფლიო - 11:21, 20 Jan, 2016     1478
რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიებს წლის ბოლომდე ვერ დაესწრება. ამის შესახებ ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასერმა განაცხადა. როგორც "ფრანს პრესი" იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მოსკოვმა ზამთრის სესიაზე დასწრებაზე უარი თქვა. "ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო. ამის შედეგი კი იქნება ის, რომ რუსეთის ფედერაციის დელეგაცია ვერ დაესწრება ასამბლეის სეისებს 2016 წლის განმავლობაში, ან სულ მცირე რუსეთში მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე" - განაცხადა ბრასერმა. რუსეთის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის გამოტოვების შესახებ გასულ კვირას რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

"ჩვენ გამოვტოვებთ იანვრის სესიას. ამის შესახებ წერილი საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელს უკვე გადაეგზავნა" - განაცხადა სლუცკიმ. სლუცკის თქმით, რუსეთი ასამბლეას მას შემდეგ დაუბრუნდება, რ აც დელეგაცია ყველა უფლების დაბრუნების გარანტიას მიიღებს. "როგორც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, ჩვენ არ დავუშებთ რაიმე სახის დისკრიმინაციას ჩვენი დელეგაციის მიმართ" - აღნიშნა სლუცკიმ.უკრაინაში, კონკრეტულად ყირიმში, რუსეთის მოქმედებები გამო, რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის მიცემის უფლება 2014 წელს ჩამოართვეს. რუსეთის დელეგაციამ სანქციების გამო, პროტესტის ნიშნად ასამბლეის სესიები გამოტოვა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42