არასამთავრობო ორგანიზაციის "საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის" ცენტრის ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, რომ ერთი წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი სააგენტოს ხელმძღვანელების გულგრილობა გახდა.
ღოღობერიძე თვლის, რომ სააგენტო სოციალურად გაჭირვებულის სტატუსს მოსახლეობას პოლიტიკური ნიშნის მიხედვით ანიჭებდა. იგი თვლის, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი, ბადრი მამულაძე თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
თავად ბადრი მამულაძე ინცინდენტის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა და ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კომენტარს მოუცლელობის გამო ვერ აკეთებს.
"ჩვენ თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ მოვსულიყავით და დაგვეყენებინა ბატონი ბადრი მამულაძის პასუხისმგებლობის საკითხი. ის ვალდებული იყო პირველ რიგში გარკვეულიყო ამ ოჯახის მდგომარეობა. მსგავი ქმედებები აუცილებელია, რათა შეწყდეს ადამიანებისთვის პოლიტიკური ნიშნით სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება", - აღნიშნავს მერაბ ღოღობერიძე.
მასალის გამოყენების პირობები






