კიდევ რით შეიძლება გააოცოს პუტინმა მსოფლიო?
მსოფლიო - 19:30, 19 Jan, 2016     3128

მსოფლიო პოლიტიკურ ელიტაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცნობილია, როგორც არაპროგნოზირებადმა პოლიტიკოსმა, რომლის მრავალსვლიან ნაბიჯებს არაერთხელ ჩაუგდია საგონებელში მისი ოპონენტები როგორც თავად რუსეთში, ასევე საზღვარგარეთაც. მისი გამოთვლა ძალიან რთულია და ვისაც ამის არ სჯერა, ხშირად აღმოჩენილა შერცხვენილი თავის პროგნოზის გამო. გავიხსენოთ საქართველო, უკრაინა, სირია და ბოლოს თურქეთი. ახლა ანალიტიკოსებს ახალი თავსატეხი აქვთ - რითი გააოცებს მსოფლიოს პუტინი ახლო მომავალში? - წერს BBC-ს რუსული რედაქციის ანალიტიკოსი, ადვოკატი და პოლიტიკური ანალიტიკოსი ვლადიმერ პასტუხოვი თავის ბლოგპოსტში.

თუმცა მისი აზრით, არაკანონზომიერ „პუტინის სისტემაშიც“ შესაძლოა იპოვო კანონზომიერება.

გთავაზობთ პოლიტანალიტიკოსის პროგნოზს, თუ რას შეიძლება ელოდდეს მსოფლიო რუსეთის პრეზიდენტისგან.

ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც ხანგრძლივი ვადით არის ხელისუფლებაში, თავისი ხელწერა უყალიბდება, პრობლემების გადაწყვეტისა და გამოწვევებზე პასუხის საკითხებში. არსებობს საშუალება, შეისწავლო ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური გადაწყვეტილებების შინაარსი და მომავლის პროგნოზი არ გაგვიჭირდება.

პუტინის პოლიტიკური ხელწერა ცარიელ ადგილზე არ წარმოშობილა. იგი ჭკვიანურად იყენებს იმ შესაძლებლობებს, რომელსაც მას ანიჭებს ავტორიტარული მმართველობის პირამიდის მწვერვალზე ყოფნა. ამ პრივილეგიებიდან გამოვყოთ ორი უმთავრესი - შეგიძლია შეცვალო თამაშის წესები თამაშის დროს და ააწყო გრძელი პოლიტიკური ჯაჭვები, ისევე როგორც ბილიარდშია - პირველი ბურთი მიგორავს სულ სხვა მხარეს, ვიდრე ბოლო ბურთი. პუტინის ოპონენტები ამგვარ პრივილეგიებს მოკლებულნი არიან, მათ ბოჭავს ან ეთიკური, ან ინსტიტუციური შეზღუდვები, რაც პუტინს, ისევე როგორც სხვა დიქტატორებს, ეს ფაქტორები არ აწუხებთ.

პუტინის ხელწერა

პუტინი მიეჩვია იმოქმედოს იმისგან რადიკალურად საწინააღმდეგოდ, რაც მიღებულია ელიტებში, საზოგადოებასა თუ მსოფლიო თანამეგობრობაში. იგი ცდილობს ყოველთვის იგნორირება გაუკეთოს ტრივიალურ და „ჰაერში დაკიდებულ“ გადაწყვეტილებებს. ასე იყო მაგალითად ე.წ. „მესამე ვადის“ შემთხვევაში. ყველა ელოდდა კონსტიტუციის ცვლილებას, მაგრამ მან ე.წ. როქირება გააკეთა, გახდა პრემიერი და მერე დაბრუნდა პრეზიდენტის პოსტზე.

პუტინს უყვარს, სათხილამურო ტერმინი რომ ვიხმაროთ, „დროშაკებს მიღმა გასვლა“. იგი მზადაა კრიტიკულ სიტუაციაში დაარღვიოს რეალური თუ პირობითი ტაბუ, როდესაც მისი ოპონენტები ამ ტაბუებს ლამის „წმინდა ძროხად“ მიიჩნევენ. ყველაზე აშკარა მაგალითი - ევროპის საზღვრებზე შეტევაა, რომელიც ტაბუდადებული იყო მთელს მსოფლიოში. მართლაც, პუტინისთვის „საზღვრები“ არ არსებობს.

პუტინს დაცდაც შეუძლია. იგი თავის თავში დიდი ხნის განმავლობაში, წლების მანძილზეც კი, ფარულად ატარებს გარკვეულ გადაწყვეტილებას და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ დგამს ნაბიჯს. ზოგს ეს ექსპრომტად ეჩვენება, მაგრამ რეალურად ეს კარგად შესრულებული „საშინაო დავალებაა“. ყირიმის ანექსია არ იყო სპონტანური აქცია, ვითარების ამგვარი განვითარება პურინის სცენარში ჯერ კიდევ პირველი „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს იდო.

პუტინისნაირებზე რუსეთში ამბობენ - ის არ არის ბოროტი მეხსიერების, ის უბრალოდ ბოროტია და ძალიან კარგი მეხსიერება აქვს (он не злопамятный, он просто злой и память у него хорошая...)

პუტინს უყვარს მოულოდნელობის ეფექტი. იგი საიდუმლოდ გეგმავს და ნიღბავს თავის ქმედებებს. მაქსიმალურად ცდილობს არ მოხდეს ინფორმაციის ნაადრევი გაჟონვა. იგი დგამს ნაბიჯებს და სანამ საზოგადოება შოკიდან გამოდის, ახალ გადაწყვეტილებებზე იწყებს ფიქრს.

პუტინს შეუძლია მიითვისოს ოპონენტების იდეები და ლოზუნგები. იყენებს რა თავის მდგომარეობას, ყოველთვის დასწრებაზე თამაშობს, ცდილობს ხელიდან გამოგლჯოს დროშა მოწინააღმდეგეს. რეალურად ის პოლიტიკური ქამელეონია. იგი ვირტუოზული პოლიტიკური ეკლექტიკოსია. მას შეუძლია შეუთავსებლების შეთავსება. ასევე კარგად უტავსებს არქაულს თანამედროვესთან - იგი XVIII-XIX საუკუნის იდეოლოგიას და ფილოსოფიას iPhone-ის ყუთებით ყიდის.

და ბოლოს, იგი შეყვარებულია კონსპირაციაზე, უკანასკნელ მომენტამდე ნიღბავს რეალურ გადაწყვეტილებას, აკეთებს უამრავ დამაბნეველ ნაბიჯებს. 2008-ში ყველა მკითხაობდა, ვინ იყო მისი შემცვლელი და... ის უცებ მედვედევი გახდა...

„პრობლემა - 2018"

ყველაზე მეტად ანალიტიკოსებს აწვალებთ ის საკითხი, თუ ვინ შეცვლის პუტინს 2018-ში. პოლიტიკოსები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ხისტები ხდებიან და ამ საკითხთან მიმართებაში უნდა გავითვალისწინოთ არა გამოწვევები და პრობლემები, არამედ ის, რას თვლის უმჯობესად პუტინი თავისი მომავლისთვის. რეალურად, 2018 წლის საარჩევნო მარათონი უკვე დაწყებულია.

რუსეთის პოლიტიკის ძირითადი საკითხია უმაღლესი ხელისუფლების მემკვიდრეობითობის საკითხი ხანგრძლივ პრესპექტივაში. ამ ფაქტორის ამოსავალი წერტილი 2018 წელია. მართალია პროპაგანდისტულმა მანქანამ უკვე შექმნა საზოგადოებაში ის აზრი, რომ პუტინს ალტერნატივა არ ჰყავს და 2018-ის არჩევნები მხოლოდ ტექნიკური დეტალია. თუმცა საქმე მარტო ამაში არ არის.

მთავარი საკითხი მაინც ის ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებაა, როგორ ვიტარებაშიც ცაივლის 2018 წლის არჩევნები. მოსალოდნელია, რომ 2017-2018 წლები იქნება ყველაზე არაკეთილსასურველი პერიოდი არსებული რეჟიმისათვის, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ჭრილში. ამ პერიოდში, რუსეთს ამოეწურება შესაძლებლობა არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება რეზერვების ხარჯვით - ეს რესურსები თავდება. თუ 2018 წლამდე შენარჩუნდაბა მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ნეგატიური ტენდენციები,რუსეთის სარეზერვო ფონდის რესურსი 0-ს გაუტოლდება. ასევე ამოიწურება საზოგადოების „საგარეოპოლიტიკური მობილიზაციის“ რესურსები - ყველა „მცირე ომი“ ასე, თუ ისე დასრულდება. შიმშილის პატრიოტიზმით და სახიფათო სამხედრო ავანტურებით კომპენსირება უფრო და უფრო გართულდება.

საქმე მარტო ეს არ არის - მომავალი პრეზიდენტისთვის, რუსეთში შექმნილი ვითარება ნამდვილად აღარ იქნება სასიამოვნო. პუტინისთვის, ან მისი შემცვლელისთვის პრეზიდენტობა არ იქნება „პოლიტიკური კურორტი“, სადაც ის „სრულიად რუსეთის თოვლის ბაბუად“ მუშაობდა (ოლიგარქებს დიდ საჩუქრებს ურიგებდა, მოსამსახურეებს პატარას). ეს დრო უკანმოუბრუნებლად წავიდა. ეს იქნება „ხელით მართვის“ დრო და მართვა „საგანგაშო რეჟიმში“ იქნება აუცილებელი. ხელისუფალთ მოუწევთ ხან ერთი და ხან მეორე ბზარის ამოვსება, რარიბები უფრო გარარიბებდიან, მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდებიან.

პუტინის მეოთხე ვადა იქნება ნაცრისფერი საბჭოთა ყოფა, საბჭოური ლოზუნგებისა და „გრანდიოზული კომუნისტური მშენებლობების“ გარეშე. მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი „ავღანეთი“. ფაშიზმი და ლიბერალიზმი ერთნაირ საფრთხეს შეუქმნის რეჟიმს. სახელმწიფო აპარატი კიდევ უფრო გაიხრწნება, მისი ცალკეული დაჯგუფებები იმაზე მეტად შეიძულებენ ერთმანეთს, ვიდრე ახლა სძულთ ოპოზიცია. და ამ ყველაფერს ზემოდან უნდა უყუროს ნაწყენმა და გაბრაზებულმა „ერთადერთმა და განუმეორებელმა ლიდერმა“? პუტინს ეს ყველაფერი კარგად ესმის და ისმის კითხვა წავა ის მეოთხე ვადით პრეზიდენტობაზე, თუ უფრო დახვეწილად იმოქმედებს?

სტალინი თუ ფრანკო

სამი წლის წინ ცხადი იყო, რომ პუტინი, თვითგადარჩენისვის აუცილებლად უნდა გამხდარიყო სტალინი. და ის გახდა ასეთი - ხელისუფლების გასამყარებლად იგი იძულებული გახდა გაეფართოვებინა რეპრესიების მასშტაბი და შეეზღუდა საინფორმაციო სივრცე. ბოლო დროს რეპრესიული პოლიტიკა სხვადასხვა სფეროებსაც შეეხო - გადაადგილების თავისუფლებას, ეკონომიკურ საკითხებს და სხვა. მომავალში განხორციელდება სხვაგავრად მოაზროვნეთა კიდევ უფრო მასიური დევნა, ისინი განიდევნებიან საგანმანათლებლო, სამეცნიერო კულტურული სფეროებიდან. თუ გახშირდება სოციალური პროტესტი, ასეთივე დევნას იგრძნობს სხვა სფეროებიც, გარდა მართული ინტელიგენციისა და მეწარმეებისა.

მაგრამ რამდენად მომხიბვლელია თავად პუტინისთის გახდეს „ჩვენი დროის სტალინი“? ეს მის სტილში არ ჯდება. ეს ხომ მისთვის მხოლოდ თავდაცვისა და ხელისუფლების შენარჩუნების იძულებითი ფორმაა. სტალინი იყო ბანდიტისა და პოლიტიკური ფანატიკოსის ნაზავი. ამ მხრივ პუტინი მოკლებულია რაიმე სახის იდეურ ფანატიზმს, მათ შორის რელიგიურსაც. მისთვის პირადად უფრო მიმზიდველია ფრანკოს კარიერა. სხვა პირობებშ იგი უფრო რბილ ფორმას აირჩევდა საკუთარი მმართველობის გასაგრძელებლად.

ზოგიერთი ისევ უშვებს სცენარის „როქი მედვედევთან“ გამეორებას. ხანდახან პუტინიც უბიძგებს ამ აზრის გამყარებისკენ - პერიოდულად ამოიყვანს ხოლმე მედვედევს მტვრიანი პოლიტიკური საკუჭნაოდან და აჯილდოებს მას „განსაკუთრებული ყურადღებით“, მაგრამ პუტინს ხომ უყვარს ასეთი ხერხები, ამასთან არ უყვარს გამეორებები და იმის კეთება, რასაც მისგან ელიან.

ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი პროფესიას იცვლის

სტატიის დასარულს ავტორი რუსეთის კონსტიტუციურ რეფორმასა და სახელმწიფოებრივი მოწყობის რეფორმის შესაძლო ვარიანტებს განიხილავს.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები შიგადაშიგ გამოთქვამენ ხოლმე მოსაზრებებს საკონსტიტუციო რეფორმის აუცილებლობის შესახებ, ამაზე რუსეთის ოპოზიციაც ოცნებობს...

ხოლო კრემლის ამჟამინდელ პატრონს ხელეწიფება იდეებისა და ლოზუნგების მიტაცება, ასე რომ... მიიღებს ოპოზიცია საკონსტიტუციო რეფორმას...

პასტუხოვი მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლის შესაძლებლობასაც განიხილავს. ამ ფანტაზიის წარმოშობას ხელს უწყობს უკანასკნელი რუსი იმპერატორის ნეშტის ხელახალი ექსპერტიზის თემასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ე.წ. მონარქისტული შეხედულებების საეკლესიო მოღვაწეების დაპირისპირება პატრიარქ კირილთან.

მისი აზრით, ეს იდეა საკმაოდ მიესადაგება რუსეთის საზოგადოების თანამედროვე მდგომარეობას, რადგან არიან მარგინალური უმცირესობები, რომლებიც მას „ვაშას“ ძახილით შეხვდებიან, ხოლო უმრავლესობა იმ დონეზეა მიყვანილი სახელისუფლებო პროპაგანდის მიერ, რომ მარტივად მიიღებს ნებისმიერ იდეას. რა თქმა უნდა სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ პუტინი მეფედ ეკურთხება, ეს მას არაფერში სჭირდება - საზოგადოება მიიღებს მონარქიას სხვადსხვა ჭურჭელში - იქნება პუტინი და იქნება მეფეც. ვინ იქნება მეფე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მოიძებნება რომანოვების შთამომავალიც. მთავრია, რომ პრემიერ-მინისტრად, მონარქივით სიცოცხლის ბოლომდე, პუტინი მოგვევლინება. ეს მოდელი დახვეწილია და პუტინის სტილს სრულიად შეესაბამება.

განიხილება ე.წ. საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლაც.

ეს ყველაფერი ვარაუდებია, მაგრამ ფაქტია, არსებობს ნიშნები რუსეთის პოლიტიკური ტრანსფორმაციის აუცილებლობისა და კრემლმაც შესაძლოა კიდევ ერთხელ გააოცოს მსოფლიო. პუტინის ხელწერიდან გამომდინარე, ხელისუფლების ცვლილება არასტანდარტული უნდა იყოს, რადგან სტანდარტული ცვლილება ავტომატურად მოიაზრება სისტემის ღრმა კრიზისად, ყველა მიხვდება, რომ მას აღარ აქვს მანევრირების რესურსი.

ასეა თუ ისე, მესამე ზარი უკვე დაირეკა და კინოსეანსი იწყება...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42