პუტინის ,,კასირი“: ,,ჩემი და პუტინის შეხედულებები გაიყო“
მსოფლიო - 19:28, 19 Jan, 2016     4239
სერგეი პუგაჩოვი - ,,მეჟპრობბანკის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი, რომელსაც წარსულში პუტინის ,,კასირს“ უწოდებდნენ, დასავლურ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მისი და პუტინის შეხედულებები ბოლო პეროდში ერთმანეთს არ ემთხვევა და მათი გზები გაიყო. გავრცელებული ინფორმაციით, პუგაჩოვი 2015 წლის ზაფხულიდან ცხოვრობს საფრანგეთში, თუმცა მისი ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ უცნობია. რუსეთის ხელისუფლება პუგაჩოვს ადანაშაულებს ,,მეჟპრობბანკის“ მიზანმიმართულ გაკოტრებაში, მიტაცებასა და საბანკო სახსრების უკანონო მოხსნაში. პუგაჩოვი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს და 2015 წელს ჰააგის სასამართლოში შევიდა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით, სადაც ის რუსეთს 10 მილიარდ დოლარს ედავება.

პუგაჩოვი რამდენიმე წელი ცხოვრობდა ბრიტანეთში, ხოლო 2015 წლის ზაფხულში საფრანგეთში გადასახლდა. სოწრედ 2015 წელს რუსეთმა მიმართა დიდ ბრიტანეთს პუგაჩოვის ექსტრადირების მოთხოვნით.

ყოფილი რუსი სენატორის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ოფიციალურად საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს, არ ხმაურდება, თუმცა მან სკაიპის საშულებით მაინც მოახერხა ბიბისის კორესპონდენტისთვის ექსკლუზიური ინტერვიუს მიცემა - ,,გასაგებია, რომ მე არ ვარ ოპოზიციონერი და რაიმე აქტიურ კრიტიკას რეჟიმისას არ ვეწევი, თუმცა ჩემი აქტივები, რომლებიც წარმოადგენს 15 მილიარდ ამერიკულ დოლარს, იქნა ექსპროპრიებული რუსეთის სახელმწიფოს მიერ. ფაქტია, რომ ჩემი სამართლებრივი დავა რუსეთის სახელმწიფოსთან ბუნებრივია იძენს პოლიტიკურ ელფერს“ - აცხადებს პუგაჩოვი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ მისი პრობლემები დაიწყო პუტინთან დაპირისპირების შემდეგ, პუტინის ყოფილი ,,კასირი“ აცხადებს, რომ პუტინს ის დიდი ხანია ახლოს იცნობს: ,,ჩვენი შეხედულებები ქვეყნის მომავალათან დაკავშირებით ძალიან დაშორდა ერთმანეთს. რამე კონკრეტული დავა მე მასთან არ მქონია“.

,,ძალიან დიდი ოდენობით აქტივები უსამართლოდ იქნა ჩემთვის ჩამორთემული. ეს არის სხვადასხვა დარგებში მომუშავე კომპანიები, იქნება ეს გემთმშენებლობა, საბადოები, ძირითადად ქვანახშირთან დაკავშირებული, უამრავი მიწის ნაკვეთები მოსკოვში, და რაც სიმბოლურია, ნაგებობა მისამართზე - წითელი მოედანი, სახლი #5“ - აცხადებს პუგაჩოვი.

პუგაჩოვი რუსეთში ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ინფორმირებულ ადამიანად, თუმცა ძალიან დიდი ინფორმაცია, რომელსაც ის ფლობს, ცდილობს არ გაახმაუროს - ,,მე 20 წელი დავყავი პოლიტიკაში. ახლა არც 30-ის ვარ და არც 50 წლის, არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩავერთო რაიმე სახის პოლიტიკურ ბრძოლაში. მე მყავს შვილები და შვილიშვილები და დიდი სიამოვნებით ვარ დაკავებული მათზე ზრუნვით. ძალიან ბევრი გამოძიება, რომელიც რუსეთში დაუსრულებელია ან არასწორი მიმართულებით მიდის, ეს არის ერთი მეათასედი ნაწილი იმისა, რაც რეალურად ხდება, და რომ დაიწყო რეაგირება ამ ყველაფერზე, არავინ იცის, საქმე სადამდე მივა“ - აცხადებს პუგაჩოვი.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - თქვენ ყოველთვის ითვლებოდით მართლმადიდებელ ოლიგარქად. რას ფიქრობთ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ახლა?

პუგაჩოვი პასუხობს - ,,თვითონ მართმადიდებელი ეკლესია და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელობა, ეს სხვადასხვა რამაა. მე მორწმუნე ადამიანი ვარ. მე მქონდა მნიშვნელოვანი შემთხვევა, როცა გავიცანი არქიმანდრიტი ტიხონი, რომელთანაც მაკავშირებდა მეგობრული ურთიერთობები პუტინთან ერთად. მაშინ პუტინი არავინ არ იყო. მუშაობდა სადღაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მასთან ერთად მანქანით მივდიოდი, ვუთხარი რომ ტაძარში წირვაზე შევივლიდი. მან იფიქრა, მანქანაში დამლოდებოდა, მაგრამ მე ვუთხარი - რატომ იჯდები მანქანაში, არ ჯობია - წამოდი და შენც ილოცე? ერთხელ პუტინმა დასაფიქრებელი რამ მითხრა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე: რა პარტიაა ,,ედინაია რასია“? აი ესა არის პარტია...!“ მე ვფიქრობ, ეს ტრენდი მან ჯერ კიდევ მაშინ გაითავისა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გადაქცეულიყო პარტიად... მართლმადიდებელი ეკელსიის ისტორია სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი იყო, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, მიმაჩნია, ეს ახდენს ეკლესიის სრულ დისკრედიტაციას. თუმცა არიან ჭეშმარიტი მორწმუნეები ეკლესიაში, უბრალოდ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42