პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი შესაძლო ორგანიზატორი მაროკოში დააკავეს. როგორც "სიენენი" მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, 26 წლის გელელ ატარი კასაბლანკას მახლობლად აიყვანეს.
მაროკოული წარმოშობის ბელგიელი ატარი, "დაეშს" ("ისლამური სახელმწიფო") სავარაუდოდ 2013 წელს სირიაში შეუერთდა და სწორედ იქ გაიცნო პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბააუდი.
საფრანგეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ატარი სირიაში ჩაკიბ აკრუჰსთან ერთად გაემგზავრა, რომელმაც პარიზის ტერაქტების მეორე დღეს, სან დენისის ერთ-ერთ ბინაში პოლიციის რეიდის დროს თავი აიფეთქა.
შეგახსენებთ, პარიზში 6 ტერაქტი 13 ნოემბერს მოხდა, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 350. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
თავდასხმების განხორციელებისას 7-მა ტერორისტმა თავი აიფეთქა. სენ დენში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, თავი აიფეთქა ერთ-ერთმა ქალმა ტერორისტმაც, ხოლო ტერატქების სავარაუდო ორგანიზატორი, აბელჰამიდ აბაუდი სნაიპერმა გაანეიტრალა. კიდევ ერთი მთავარი ფიგურის სალაჰ აბდესლამის ბედი ჯერჯერობით უცნობია. ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი 30-მდე პიროვნებაა დაკავებული.
მასალის გამოყენების პირობები






