სააკაშვილის ვიდეო უკრაინის არმიას საფრთხეს არ უქმნის - სამხედრო ექსპერტი
მსოფლიო - 16:38, 19 Jan, 2016     2392
ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მარიუპოლში დონბასში მებრძოლი ბატალიონ „შტორმის“ მებრძოლები მოინახულა. ვიზიტის ამსახველი კადრები კი ფეისბუკზე ატვირთა.

„მარიუპოლში „შტორმის“ ბიჭების სანახავად ჩამოვედი, რომლებიც აქ მსახურობენ. ცოტა ყოყმანის შემდეგ კი ვიდეოს დადება გადავწყვიტე“ - წერს სააკაშვილი ფეისბუკზე.

კადრებზე ასახულია სამხედროების საცხოვრებელი პირობები, მათ შორის საპირფარეშოები. ასევე ჩანს ორი უკრაინული საგუშაგო - ერთი გზატკეცილზე, მეორე კი რკინიგზასთან, ხიდის ქვეშ. ერთ-ერთ კადრში, კი მიხეილ სააკაშვილის უკან მარიუპოლიც რუკა ჩანს, ჯარისკაცი კი პოზიციების შესახებ ესაუბრება.

აღნიშნული კადრების გავრცელების შემდეგ, მედიაში გაჟღერდა მოსაზრება, რომ ეს უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

როგორც BBC-ის რუსული რედაქცია იტყობინება, ისინი ყოფილ სამხედრო-კონტრაქტორს დენის მოკრუშინს დაუკავშირდნენ და ვიდეომასალასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვეს.

„ერთი პოსტი საავტომობილო გზაზე მდებარეობს, ფაქტობრივად ეს პოლიცაა ეროვნული გვარდიის ერთ-ერთ ბატალიონთან ერთად. ეს პოსტი ნებისმიერმა მძღოლმა იცის და არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენს.

მეორე პოსტი რკინიგზასთან, ხიდის ქვეშ მდებარეობს . თუკი დონეცკი და ლუგანსკი დაზვერვას ადგილობრივი მოსახლეობის მეშვეობით განახორციელებს, მაშინ ეს პოსტი ფიქსირებულია და მისი ადგილმდებარეობაც არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენს.

რაც შეეხება რუკას, ნაჩვენებია ქალაქის ჩვეულებრივი რუკა და სამხედროც სწორდ ამ ორ პოსტს აჩვენებს. ეს კი საიდუმლოს არ წარმოადგენს. ერთადერთი, ვიდეოში გაჟღერდა პოსტის სახელი "K" და ციფრული დასახელება. ეს კი, ალბათ არ იყო საჭირო.

სხვამხრივ, ვიდეო არაფერია განსაკუთრებული, გარდა ჯარისკაცების ცხოვრების მძიმე პირობებისა. ისინი უკვე ერთი წელია იქ იმყოფებიან და ტუალეტის ნაცვლად, სადღაც ნაგავსაყრელზე დადიან“ - აცხადებს მოკრუშინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42