მასობრივ აჟიოტაჟს იწვევს გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ , რომ ხელმძღვანელობა სოციალურ ქსელში ჩვენს პირად მიმოწერას გააკოტროლებს.
რეალურად, ყველაფერი 2008 წელს დაიწყო. რუმინელმა ინჟინერმა ბოგდან ბორბელესკუმ საკუთარ უფროსს სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით, ის სამსახურიდან სამუშაო საათებში Yahoo Messenger -ის პირადი მიზნების გამო გამოყენებისთვის დაითხოვეს. როგორც გაირკვა, ბორბელესკუ სამუშაო იმეილით ოჯახის წევრებს ეკონტაქტებოდა. ინჟინერი ამტკიცებდა, რომ დამქირავებელმა მისი მიმოწერის კონტროლით, პირადი მიმოწერის კონფედენციალური უფლებები დაარღვია. სასამართლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა არა ბორბელესკუს სასარგებლოდ.
„უფროსის მიერ, სამუშაო საათებში თანამშრომლის მიმოწერის შემოწმება, არ ყოფილა არაგონივრული, რადგან დამქირავებელმა უნდა იცოდეს, რაში იყენებს დაქირავებული სამუშაო ექაუნთს, იცოდეს რითი არის დაკავებული მისი თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, რაში უხდიან ფულს და ასევე უფლება აქვს შეამოწმოს მისი საქმიანობის შედეგები“ - ნათქვამია ევროსასამართლოს დასკვნაში.
აღნიშნულმა გადაწყვეტილება განსხვავებულად იქნა აღქმული. გავრცელდა მოსაზრება, რომ დამქირავებელს თანამშრომლების პირადი იმეილების, მესინჯერების, ჩათის კონტროლი შეუძლიათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
რეალურად, საუბარია, დამსაქმებლის მიერ შექმნილ კონკრეტულ ქსელზე, რომელიც კონკრეტული საქმისთვის გამოიყენება. შესაბამისად, მაგალიათად, თუკი სამსახურში , პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად კონკრეტული Yahoo-ს იმეილი გაქვთ, მას პირადი მიზნებისთვის, ოჯახის წევრების ან მეგობრების მოსაკითხად ვერ გამოიყენებთ და სწორედ ეს გაკონტროლდება უფროსის მიერ. შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დამქირავებელის დასაქმებულებს პირადი მეილის ან სოციალური ქსელების კონტროლის უფლება მიენიჭა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






