სახელმწიფო, შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ საკუთრებაში არსებული 70 %-იან წილს, ინტერნეტაუქციონზე ყიდის.
ორკვირიან აუქციონზე კომპანიის საწყის ღირებულებად, მითითებულია მხოლოდ 1000 ლარი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიის აქტივები 17 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო ვალდებულებები 217 მილიონ ლარს. საწარმოს უძრავი ქონება არ გააჩნია.
დეკემბრის მდგომარეობით კი კომპანიას ბიუჯეტის მიმართ გააჩნია 216 მილიონ ლარზე მეტის დავალიანება.
„საქართველოს ლატარიის კომპანიას“ ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების ჩატარების ექსკლუზიური ლიცენზია 15 წლის ვადით, 2009 წელს მიენიჭა. აუქციონთან დაკავშირებით კითხვები აქვთ გადასახადის გადამხდელთა კავშირში.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დიდი ოდენობით დავალიანება კითხვებს ბადებს კომპანიის ამჟამინდელი და ყოფილი მენეჯმენტის საქმიანობის მიმართ ხოლო აუქციონის ვადები უნდა გახანგრძლივდეს.
წყარო ეკონომეტრი
მასალის გამოყენების პირობები






