გრიპის ვირუსების შემთხვევების მატება მომავალი კვირიდანაა მოსალოდნელი
ჯანმრთელობა - 19:56, 18 Jan, 2016     4991
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსების შემთხვევების მატება იანვარ-თებერვალშია მოსალოდნელი. ამის შესახებ განცხადება ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით ამ მომენტისთვის 100 ათას მოსახლეზე გრიპით ინფიცირების 240 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება, გრიპის ეპიდემია კი იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუკი შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 500-ს ინფიცირებულს გადააჭარბებს. დაავადებათა ეროვნული ცენტრი H1N1 ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებითაც ავრცელებს ინფორმაციას მათი თქმით აღნიშნული ვირუსის ინტენსივობის ზრდა მომავალი კვირიდანაა მოსალოდნელი. ვირუსის ინტენსივობა კი 5-8 კვირის შემდეგ შემცირდება.

გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე მეტი დაფიქსირდება, ასევე თავისა და სახსრების ტკივილის დროს, აუცილებლად მიმართონ ექიმს, რომელიც მათ მედიკამენტოზურ მკურნალობას დაუნიშნავს და საჭიროების შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, განსაკუთრებით საფრთხეს წარმოადგინენ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ორსულები და ბავშვები. ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები უნდა მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში გრიპის შემთხვევების გამოვლენა ყოველთვის დეკემბრის მეორე ნახევრიდან იწყება და იანვარ-თებერვალში შემთხვევის გარკვეული ზრდა ფიქსირდება.

გამყრელიძის თქმით, გრიპის ვირუსებზე 8 ათასზე მეტი პირი კერძო სამედიცინო დაწესებულებების მიერ აიცრა, ხოლო სახელმწიფოს მიერ აცრილია რისკ ჯგუფებს დაქვემდებარებული 12 ათასამდე ადამიანი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42