პუტინი, როგორც „КГБ-ს გამოცდილი აგენტი“ მოხერხებულად მანიპულირებს დასავლელი პოლიტიკოსებით და ტვინს უბინდავს რუსეთის მოქალაქეებს პროპაგანდით, რომლის საფუძველიცაა საგარეო მტრის ხატის შექმნა და რეპრესიები - მაგრამ ეს რუსეთს საბოლოოდ დაშლის, - აცხადებს რუსი პოლიტიკოსი, მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი. მისი თქმით, როგორც დასავლეთი ასევე რუსული ოპოზიცია უნდა დროზე გამოფხიზლდეს.
„პუტინის რეჟიმის გამოხტომები აქუცმაცებს რუსეთს, სადაც უკვე ჩნდება რეგიონალური აჯანყებების მინიშნებები, ამიტომაც თუ პუტინის კრემლიდან წასვლის შემდეგ ქვეყანაში დამყარდება ქაოსი. რუსეთისთვის აჯობებს იყოს ქაოსი დღეს, ვიდრე კატასტროფა - ხვალ,“ - აცხადებს ოპოზიციონერი.
ფრანგ ჟურნალისტთან საუბრისას კასპაროვი დასვლეთის ქვეყნების ლიდერებსაც შეეხო, რომლებიც მისი აზრით, კაპიტულანტურ პოზიციას იჭერენ რუსეთის მიმართ.

„მე აღშფოთებული ვარ დასავლეთის დემოკრატიების უუნარობით, დაინახონ ის სიგნალები, რასაც პუტინი ავრცელებს უკვე 15 წელია. ამისთვის საკმარისი იყო გაგეანალიზებინა ფრაზა, საბჭოთა კავშირის დაშლა მეოცე საუკუნის ყველაზე საშინელი გეოპოლიტიკური ტრაგედიაა“, ან - „არ შეიძლება КГБ-ს ყოფილი აგენტი იყო“, - აცხადებს კასპაროვი.
ამისდა მიუხედავად დასავლეთის ლიდერები სათითაოდ ესტუმრნენ პუტინს და გახდნენ „სათამაშოები მის პროპაგნდისტულ მოღვაწეობაში“, რადგან არ გააგრძელეს რუსეთში 90-იან წლებში დაწყებული დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა და ქვეყანა დიქტატორს ჩაუგდეს ხელში, - განაცხადა Express-თან საუბვარში კასპაროვმა.
„1991 წელს სსრკ-ს დაშლას ხელი უნდა შეეწყო დიდი ცვლილებებისათვის, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა მსოფლიოს მომავალი განვითარების დასავლურ გეგმებთან. ამის ნაცვლად, იქ მხოლოდ საზეიმოდ აღნიშნეს, ჩემი მეგობარი ფრენსის ფუკუიამას თქმის არ იყოს, „ისტორიის დასასრული“ და „დემოკრატიის საბოლოო გამარჯვება“. ჩვენ მიგვატოვეს და ჩვენ ვერ შევძელით აგვეშენებინა ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ერის დემოკრატიზაციას. რუსეთი უკეტესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისი არარავის ეშინოდა, ამიტომაც უბრალოდ ხელი ჩაიქნიეს. მსოფლიო შეიცვალა, დემოკრატიები თანაცხოვრობენ დიქტატურებთან და შეუმდგარ სახელმწიფოებთან მჭიდრო საინფორმაციო სივრცეში, ხოლო ტოტალიტარული რეჟიმები ამით კარგად სარგებლობენ,“ - განაცხადა კასპაროვმა.
კასპაროვის აზრით, თავისი ავტორიტარიზმის, დანაშაულებების, ეკონომიკური პრობლემების გასამართლებლად პუტინს სჭირდება კონფლიქტი გარე სამაროსთან, ან დემოკრატიასთან, ამიტომაც იგი აქტიურად ეძებს „მტერს“. ეს ერთადერთი შანსია მისთვის თანამდებობის შესანარჩუნებლად. ამიტომაც შევიდა ის სირიაში - მას ახალი დაპირისპირება სჭირდებოდა.
კასპაროვის აზრით, უკრაინა გაცილებით წინ არის წასული სახელმწიფოებრივი აღმშენებლობასა და კორუფციასთან ბრძოლაში, ვიდრე რუსეთი. უკრაინა დემოკრატიული გზით ცვლის ხელისუფლებას, მოქმედებს ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია, რაც რუსეთში არ არსებობს.
„2005 წელს, როდესაც მე მოვედი პოლიტიკაში, რუსეთის ოპოზიციისათვის პრესა საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი. არადა ამ დროს პუტინის „ვეგეტარიანული მმართველობის პერიოდი“ იყო, ხოლო ახლა იგი „მტაცებლური მმართველობის პერიოდს“ გადის,“ აღნიშნავს მსოფლიო ჩემპიონი.
მისი თქმით, იგი 2013 წლიდან, ნემცოვის რჩევით, ნიუ-იორკში გადასახლდა, რადგან რუსეთში მას საფრთხე ემუქრებოდა. არადა, თავად ნემცოვი „კრემლიდან ორ ნაბიჯში“ მოკლეს, რადგან უკრაინიაში პუტინის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა. კასპაროვი იხსენებს, რომ თავის დროზე ნემცოვი ელცინის წარმატებულ შემცვლელად აღიქმებოდა რუსეთში.
რაც შეეხება კორუფციას, ის რუსეთში არნახულად ყვავის. თუ ელცინის დროს ეს რიგითი პრობლემა იყო, პუტინმა იგი სისტემური მართვის მეთოდად აქცია, შექმნა მაფიოზური სისტემა, რომელიც ბოსის ერთგულებაზეა დამყარებული და აქვს შეუზღუდავი წვდომა ქვეყნის ბიუჯეტზე, როგორც ცენტრალურზე, ასევე ადგილობრივზე.
კასპაროვი სირიის პრობლემასაც შეეხო. მისი თქმით, პუტინ-ასადის მეგობრობა ორი დიქტატორის კლასიკური ურთიერთობაა, რომელსაც პროპაგანდისტული გათვლებიც აქვს. პუტინი ცდილობს აჯობოს ობამას, იგი ეფარება „ტერორიზმთან ბრძოლის ლეზუნგს“, რათა ხაზი გაუსვას საკუთარ მნიშვნელობას და დასავლეთის სისუსტეს.
ობამამ არაერთხელ გააფრთხილა პუტინი, მაგრამ არანაირი ნაბიჯი არ გადადგა, რომ მისთვის საკუთარი ძალები შეეხსენებინა. „დიქტატორებისათვის სიტვები არაფერს ნიშნავს, მნიშვნელოვანია მოქმედება, ამიტომ თუ ვინმემ გადალახა „წითელი ხაზი“, მას უნდა ესროლო,“ - განაცხადა კასპაროვმა.
მისი თქმით, იგი გარკვეული იმედით უყურებს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო გამოსვლებს, რომლის დროსაც აქტიურად საუბრობენ საგარეო პოლიტიკის პრობლემებზე. „დასავლეთმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში კომპრომისებისა და ჩახუტების დრო უნდა დასრულდეს“.
ეს ეხება ევროპელ ლიდერებსაც, რომლითაც პუტინი მანიპულირებს, იყენებს რა ლტოლვითა უზარმაზარ ნაკადს საზოგადოებაზე ზეწოლისათვის, ისევე როგორც ულტრამემარჯვენეებს, რომელთაც პირდაპირ აფინანსებს. ამ მოძრაობათა გაძლიერებით მოსკოვმა შესაძლოა სანქციების გაუქმებასაც მიაღწიოს, თვლის კასპაროვი.
კრემლი, კასპაროვის თქმით, დიდ თანხებს ხარჯავს საერთაშორისო პოლიტიკანების მოსყიდვაში და საეღთაშორისო ბიზნეს-წრეების თავი მხარეზე გადაყვანაში, არ ზოგავს თანხებს არც საერთაშორისო საინფორმაციო პროპაგანდაში.
ამასტან კასპაროვი აღნიშნავს, რომ დასავლეთ-რუსეთის შეიარაღებული კონფლიქტი არაა მოსალოდნელი, პუტინი და 1948 წლის სტალინი ერთ სიბრტყეზე არ უნდა განიხილებოდეს, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალები გაცილებით სუსტია.
კარგი იქნებოდა, რომ პუტინი ხშირად აწყდებოდეს თავისი გიჟური ნაბიჯების იმგვარ შედეგებს, როგორიც თურქეთის შემთხვევაში მოხდა, რომელმაც ჯერ ითხოვა, რომ რუსებს სირიელი თურქმენების დაბომბვა შეეწყვიტა, მაგრამ ბოლოს ადგა და ჩამოაგდო ერთი ბომბდამშენი. პუტინის პასუხი თურქული საქნელისა და თურქული ტურიზმის ბოიკოტი იყო, რაც საბოლოო ჯამში თავად რუსეთს შეუტრიალდა უარყოფითად.
„ამასთან ეს სიტუაცია არ მოსწონს რაოდენობით მეორე რელიგიურ დაჯგუფებას - მუსულმან სუნიტებს, საჭიროა პუტინი კიდევ უფრო შორს წავიდეს და თათარსტანის პრეზიდენტმა პუტინის ავანტიურა დაგმოს,“ - თქვა კასპაროვმა.
რეგიონალურ უკმაყოფილობის ზრდა სახიფათოა რუსეთისთვის, რადგან ჩინეთი უკვე დიდი ხანია აკვირდება უკიდურესი აღმოსავლეთის უზარმაზარ და ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიებს. სწორედ ამგვარ ტენდენციებს უნდა მოეღოს მალე ბოლო, რადგან მალე რუსეთი ვეღარ გაუმკლავდება ამგვარ საფრთხეებს და მას კატასტროფა ელის, დაასკვნა რუსეთის ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა.
მასალის გამოყენების პირობები






