აშშ-ს დაზვერვის სპეცოპერაცია რუსული აგენტურისგან მსოფლიო პოლიტიკური სისტემების გასაწმენდად
მსოფლიო - 15:38, 18 Jan, 2016     4832
ამერიკის დაზვერვამ დაიწყო სპეციალური ოპერაცია ევრპისა და მსოფლიოს პოლიტიკურ სისტემებში რუსული აგენტურის გამოსავლენად.

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ოფისის დირექტორმა ჯეიმს კლაპერმა მიიღო მითითება კონგრესისგან, გამოიძიოს და გამოავლინოს ევროპულ პოლიტიკურ პარტიებში რუსული აგენტურის ჩანერგვის ფაქტები.

ამის შესახებ იტყობინება ბრიტანული გამოცემა ,,ტელეგრაფი“.

სპეცსამსახურებში თვლიან, რომ ევროპის სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემებში რუსული აგენტურის ჩანეგრვის მიზანს წარმოადგენდა ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობის დაძაბვა და ნატოს ერთიანობის შესუსტება, რაც შედეგად რეგიონში ნატო-ს ძალების მკვეთრ დასუსტებას გამოიწვევდა.

რუსული დაზვერვის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსება ევროპის ქვეყნებში, რუსეთის აგენტურის განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნებოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწეესების დროს ევროპის ქვეყნებს შორის კონსოლიდაციის ხელშესაშლელად.

როგორც ,,ტელეგრაფის“ წყარო იტყობინება, ,,ევროპის მასშტაბით ჩვენ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ რუსეთის ცდილობს, შეიტანოს განხეთქილება მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით“.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსულმა აგენტურამ მცირე, მაგრამ გარკვეულ მიზანს მიაღწია საფრანგეთში. ერთ-ერთი პარტია ფაქტობრივად რუსეთის ეფესბეს მიერ იმართება, ეს არის მარი ლეპენის ,,ნაციონალური ფრონტი“. საფრანგეთის საინფორმაციო საშუალებებში უკვე რამდენიმე წელია რეგულარულად წამოიჭრება ხოლმე თემა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებსა და ჩეკისტებს შორის ურთიერთობის. ეს პარტია არის კრემლის დასაყრდენი, ხოლო მარი ლე პენი პუტინის ერთ-ერთი აღტაცებული თაყვანისმცემელი.

ტელეგრაფის წყაროს ცნობით, რუსული აგენტურა აქტიურად იყენებს ევროპული პროპაგანდის საშუალებებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42