აშშ-მ და ევროკავშირმა ირანს სანქციები მოუხსნა
მსოფლიო - 12:41, 17 Jan, 2016     1932

ამერიკის შეერთებულმა შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ვენაში განაცხადეს, რომ აშშ და ევროკავშირი დაუყოვნებლივ მოუხსნიან ირანს ეკონომიკურ სანქციებს, რადგან მან შეასრულა ყველა პირობა ქვეყნის ბირთვული პროგრამის დემონტაჟის საკითხში.

"იმ ნაბიჯების საპასუხოდ, რომელიც ირანმა გადადგა, აშშ და ევროკავშირი დაუყოვნებლივ მოხსნიან სანქციებს, რომელიც დაკავშირებული იყო ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან," - განაცხადა ჯონ კერიმ და აღნიშნა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის საფრთხე საგრძნობლად შემცირდა.

"რადგან ირანმა შეასრულა ყველა ვალდებულება, დღეიდან იხსნება საერთაშორისო და ეროვნული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამასთან იყო დაკავშირებული," - განაცხადა ფედერიკა მოგელინიმ.

სანქციების მოხსნის შემდეგ ირანი მიიღებს წვდომას მის გაყინულ ფინანსურ აქტივებზე, რომელიც საზღვარგარეთაა განთავსებული. ამ აქტივების ღირებულება 50 მილიარდ დოლარს შეადგენს. ასევე ირანს შეეძლება დღეში 500 ათას ბარელამდე ნავთობის ექსპორტი განახორციელოს

დასავლეთის ლიდერების განცხადებებს თავის ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი:

"მადლობა ღმერთს და ქედს ვიხრი ირანელი ხალხის მოთმინების წინაშე. გილოცავთ ამ სასახელო გამარჯვებას!" - წერს პრეზიდენტი.

სანქციების მოხსნა დადებითად შეაფასა აგრეთვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42