ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში, ისლამისტების მიერ სასტუმრო Splendid-ში მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების ოპერაცია დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით ტერორისტების თვდასხმის შედეგად დაღუპულია 20 მძევალი, ასევე სპეცოპერაციის დროს ბურკინა-ფასოს სამართალდამცავებმა სამი ტერორისტის ლიკვიდირებაც მოახდინეს. ბურკინა-ფასოს უსაფრთხოების სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის - ერთი არაბი და ორი აფრიკელია.
სპეცოპერაციის შედეგად რომელშიც ბურკინა-ფასოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფისა და საფრანგეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ 126 მძევალი გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, სასტუმროზე თავდასხმა პარასკევს, გვიან ღამით მოხდა, შეიარაღებულმა პირებმა თავდაპირველად დანაღმული მანქანა ააფეთქეს, შემდეგ კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე კაფეში გახსნეს ცეცხლი, საბოლოოდ კი სასტუმროს შენობაში შეიჭრნენ და ათობით ადამიანი მძევლად აიყვანეს. თავდასხმის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 20 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნიშნული სასტუმროს ძირიტად ბინადრებს გაეროს თანამშრომლები და ევროპული ქვეყნებიდან ჩასული ტურისტები წარმოადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები






