უკვე მესამე წელია, ფორუმის მთავარი თემა, არაოფიციალურად, არის კრიზისი და მისი დაძლევის გზების ძიება. თუ 2014 წლის დასაწყისში ჯერ კიდევ ეკონომიკური ზრდის პროცესების შენელება იგრძნობოდა, წლევანდელ და გასული წლის ფორუმებზე ფორუმის მთავარი თემა კრიზისი იყო. სამდღიანი ღონისძიების ბევრი მონაწილეს, მათ შორის განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, არ სურდათ მუქ ფერებში დაეხასიათებინათ რუსული ეკონომიკის მდგომარეობა, თუმცა რამოდენიმე გამომსვლელის ციტატიდან ჩანს, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ეკონომიკა რუსეთში.
დიმიტრი მედვედევი, რუსეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენს ეკონომიკას დიდი ხანია არ ჰქონია ასეთ მძლავრ ეკონომიკურ პრობლემებთან შეხება, მთავარი გამოწვევა ეს არის ნავთობზე ფასის მკვეთრი ვარდნა, ზეწოლა სანქციებით, და მოსალოდნელი ცვლილებები მთელ მსოფლიო ეკონომიკაში.
იგორ შუვალოვი, რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი: ჩვენ ყველანი, ისევე როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, ასეთ მძიმე ვითარებაში, შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ ჩვენი საქმიანობის შეფასებისას, შეიძლება ითქვას, რომ 2015 წელს მთავრობას არ დაუშვია არცერთი მასშტაბური შეცდომა.
ალექსეი კუდრინი, რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი: ჩვენ რუსეთში ვხედავთ სიღატაკის მკვეთრ ზრდას, ასეთი რამ არ ყოფილა 2008-2009 წლების კრიზისის დროსაც.
ანტონ სილუანოვი, რუსეთის ფინანსთა მინისტრი: ჩვენი ამოცანაა, მოვიყვანოთ ბიუჯეტი ახალ რეალობასთან შესაბამისობაში, თუ ჩვენ ამას არ ვიზამთ, მოხდება ის, რაც უკვე იყო 1998-99 წლებში.
გერმან გრეფი, ,,სბერბანკის“ ხელმძღვანელი: ჩვენ წავაგეთ კონკურენცია, პატიოსნად უნდა ვაღიაროთ. ეს ტექნოლოგიური დამონებაა, მე ასე ვიტყოდი... ჩვენ უბრალოდ აღმოვჩნდით იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც მარცხდებიან - დაუნშიფეტერი ქვეყნები - ქვეყნები, რომლებმაც ვერ მოახერხეს საკუთარი ეკონომიკის და სოციალური სისტემის თანამედროვეობასთან ადაპტირება. ასეთები ყოველთვის დამარცხდებიან.
მთავრობის მეთაურმა დიმიტრი მედვედევმა თანაუგრძნო საშუალო ფენას, რომელსაც ყველაზე მტკივნეული დარტყმის გადატანა უწევს.
მასალის გამოყენების პირობები






