ქართული სპორტი ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად გაერთიანდა
სპორტი - 12:27, 15 Jan, 2016     1875
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, 14 იანვარს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მატჩი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა, ვეტერანმა კალათბურთელებმა, ვეტერანმა და მოქმედმა სპორტსმენებმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა, სხვადასხვა ფედერაციების წარმომადგენლებმა და ჟურნალისტებმა.

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტნის მხარდასაჭერად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ კალათბურთის ფედერაციასთან ერთად სპორტის სამყარო გააერთიანა.

ზაზას მხარდასაჭერ საკალათბურთო მატჩში მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს ჩემპიონებმა ითამაშეს, მათ შორის მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონმა ჭიდაობაში, საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოადგილეებთან აკაკი ლოდიასთან, შალვა გოგოლაძესთან და რევაზ ჯაველიძესთან ერთად, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს 8-გზის ფალავანმა ალექსი დავითაშვილმა, მსოფლიოს ჩემპიონმა ჭიდაობაში რამაზ ნოზაძემ, ევროპის ჩემპიონმა დავით მარსაგიშვილმა, კანოეს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ, ვეტერანმა კალათბურთელებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნიკოლოზ დერიუგინმა, პაატა გურასპაულმა, ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა და სხვებმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები - პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ოლიმპიური ჩემპიონი ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე, ასევე სხვადასხვა სპორტული ფედერაციების - ფეხბურთის, რაგბის, ძალოსნობის, კარატეს, უშუს, ხელბურთის, ფიგურული ციგურაობის და სხვა წარმომადგენლები, ვეტერანი კალათბურთელები, ქომაგები, ჟურნალისტები. ვეტერანთა გუნდის მწვრთნელი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე გახლდათ, ხოლო სამინისტროს გუნდის ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კანდელაკი.

მატჩი ფრედ - 47:47 დასრულდა, გაიმარჯვა ზაზა ფაჩულიასადმი საქართველოს სპორტის სამყაროს სოლიდარობამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42