ცნობილი მენეჯერი , მომღერალ სელინ დიონის ქმარი რენე ანჯელილი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ მომღერლის ოფიციალური ფეისბუკის გვერდიდან გახდა ცნობილი.
როგორც აღმოჩნდა რენე კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ლას ვეგასში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
პირველად, ყელის სიმსივნის დიაგნოზი ანჯელილოს 1998 წელს დაუსვეს, თუმცა ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელდა.
2013 წელს მან კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა, მას შემდეგ რაც ექიმებმა სიმსივნე კვლავ აღმოაჩინეს.
რენე ანჯელილი და სელინ დიონი 1994 წელს დაქორწინდნენ, მათ სამი შვილი ჰყავთ: 4 წლის ბიჭი, ტყუპი ბიჭები კი 2010 წელს შეეძინათ.
რენე ანჯელილი სელინ დიონის მენეჯერი მისი ოჯახის თხოვნით გახდა, მაშინ როდესაც გოგონა 12 წლის იყო. 1981 წელს რენემ საკუთარი სახლი იპოეთიკით დატვირთა, რათა სელინის პირველი ალბომი ჩაეწერა.
სელინ დიონის შთამბეჭდავ კარიერას სწორედ რენე ანჯელილის მიაწერენ.

მასალის გამოყენების პირობები






