იმედია, თებერვლის პირველივე კვირაში სებ-ის ანგარიშის მოსმენა მოხერხდება- გიორგი ქადაგიძე
ბიზნესი & ეკონომიკა - 10:42, 15 Jan, 2016     1442
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იმედოვნებს რომ საქართველოს პარლამენტში სებ-ის წლიური ანგარიშის მოსმენა თებერვლის პირველივე კვირაში მოხდება. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა გადაცემა „ბიზენესკონტაქტში“ ისაუბრა და გაკვირვება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის კანონმდებლები ვინც ეროვნულ ბანკს და მის პრეზიდენტს საგამოძიებო კომისიის შექმნით ემუქრებოდნენ, დღეს წლიური ანგარიშის მიმართ ინტერესს არც გამოხატავენ:

„საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი როდესაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება მოვისმინე, რომ ეს საკითხი საინტერესო აღარ არის. შეგახსენებთ, რომ ერთ წელზე მეტია საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გვემუქრებიან.

უფრო სერიოზულები რომ ვიყოთ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ტრიბუნა მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, რაც პირველ რიგში, საინტერესოა მოსახლეობისა და დეპუტატებისთვის. იმ ძალიან რთული ეკონომიკური გამოწვევების და იმ მოვლენების ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანასში და რეგიონში ვითარდება, ჩემთვის ძალიან გასაკვირია რომ რიგ დეპუტატებს სურვილი არ აქვთ, რომ ეროვნული ბანკის ანგარიში მოისმინონ. მით უფრო, რომ ჩვენი ყველა პროგნოზი პრაქტიკულად გამართლდა. უამრავი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ცენტრალური ბანკებიდან ჩამოდიან საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად და ამ დროს ალბათ ეს უნდა იყოს მთავარი ტრიბუნა, სადაც ყველა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხს განვიხილავთ.

მე პარლამენტის თავმჯდომარესთან კომუნიკაცია მაქვს და იმედს გამოვთქვავ, რომ თებერვლის პირველივე კვირაში ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა მოხერხდება“, - განაცხადა ქადაგიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42