ბოლო დღეებში “გაზპრომთან” საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მოლაპარაკებებმა ჩვენს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ აჟიოტაჟმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ჩვენი და სხვა კერძო კომპანიების საქმიანობის სტაბილურობასა და საიმედოობას ბუნებრივი აირის მოწოდების თვალსაზრისით.
მოგახსენებთ, რომ შპს „ჯეოტრანსგაზს“ გაფორმებული აქვს პირდაპირი კონტრაქტი შპს „გაზპრომექსპორტთან“ და 2015 წლიდან აწარმოებს ბუნებრივი აირის იმპორტს რუსეთის ფედერაციიდან, რაც წარმოადგენს სუფთა კომერციულ ურთიერთობას ორ სუბიექტს შორის.
გასულ დღეებში მედია-საშუალებებში ბატონებმა ზურაბ ტყემალაძემ და დავით მირცხულავამ გააჟღერეს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად ვაკეთებთ აღნიშნულ განცხადებას:
ჩვენი კომპანია, როგორც კერძო კომერციული სტრუქტურა - თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისგან, მზად არის, გაზარდოს ბუნებრივი აირის იმპორტი რუსეთიდან საკუთარი ობიექტებისთვის და სხვა კომერციული მომხმარებლებისთვის, რითაც საჭიროების შემთხვევაში, აღმოიფხვრება საქართველოს ბაზარზე არსებული დეფიციტი.
მასალის გამოყენების პირობები






