საპარტნიორო ფონდში YTONG-ის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის პროექტი განიხილება
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:49, 14 Jan, 2016     2483

საპარტნიორო ფონდში იტონგის (Ytong) ენერგოეფექტური ბლოკის ქარხნის პროექტი განიხილება. პროექტზე ფონდი ქართული კომპანია „Ytong Caucasus“-სა და გერმანულ კომპანია „Xella“-თან ერთად მუშაობს.

ქარხნის მშენებლობა თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. პროექტის თანახმად, ქარხნის მშენებლობა 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, ხოლო პირველი სერტიფიცირებული პროდუქციის გამოშვება 2017 წლის დასაწყისში იგეგმება.

Ytong-ის ენერგოეფექტური აირბლოკი სამშენებლო დანიშნულებისაა. ის არის მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტი, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სამშენებლო სტანდარტებს და არის აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთა, რაც დასტურდება ევროპული ინსტიტუტების მიერ გაცემული სერთიფიკატებით.

მიღებული ექსკლუზიური ლიცენზიის თანახმად, პროდუქციის ნაწილი საქართველოში გაიყიდება, ხოლო დარჩენილი ნაწილი ექსპორტზე გავა აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთის სამხრეთ ნაწილში.

როგორც საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ნინო ჩოლოყაშვილი აცხადებს, Ytong-ის ენერგოეფექტურ ბლოკს სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით რიგი უპირატესობები გააჩნია, მისი თბოგამტარობა 5 ჯერ უფრო უკეთესია ბეტონის ბლოკის ანალოგიურ მაჩვენებელთან. ასევე იგი არის ბევრად უფრო მსუბუქი რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს შენობა-ნაგებობების მშენებლობაში გამოსაყენებელი არმატურის რაოდენობა და საგრძნობლად დაჩქარდეს სამშნებლო პროცესი.

”გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ბლოკის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული საქართველოში მოიპოვება, პროექტის განხორციელება იმ კუთხითაც არის მიმზიდველი რომ Ytong-ის აირიბლოკით აშენებული შენობების მაღალი თბოიზოლაციური მაჩვენებლიდან გამომდინარე, შესაძლებელია შენობის გათბობა-გაგრილებაზე გაწეული კომუნალური ხარჯების საგრძნობლად შემცირება“, აცხადებს ნინო ჩოლოყაშვილი.

პროექტის საინვესტიციო მოცულობა 13,5 მლნ აშშ დოლარია. პროექტი განხილვის პროცესშია და ამჟამად პარტნიორებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42