რომელი ზოდიაქოს ნიშნები პოულობენ ყველაზე ადვილად ბედნიერებას
ეს საინტერესოა - 22:57, 13 Jan, 2016     11317

ყოველი ადამიანისთვის ბედნიერების გაგება ინდივიდუალურია. ზოგისთვის ის ფინანსურ სტაბილურობას, ზოგისთვის კი ოჯახისა და ახლობელი ადამიანების კარგად ყოფნას უკავშირდება. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი ერთგვარად განაპირობებს ადამიანის ხასიათს, რამდენად კმაყოფილი არიან ცხოვრებით, თუ მუდმივად ახლის ძიებასა და უზომო ამბიციებში ატარებენ ცხოვრებას, და შესაბამისად, ვერც კმაყოფილებას აღწევენ.

რომლის ის სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ცხოვრებას ოპტიმიზმით და მხოლოდ დადებითი კუთხით უყურებენ:

ვერძი - მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება ბრძოლაა, ამიტომ ცხოვრებას ისე აღიქვამს, როგორც შეჯიბრს, გამოწვევას და მუდამ ცდილობს გაიტანოს გოლი. თუ ვერძს მიზანი გააჩნია, გააჩნია სტიმული და ბრძოლის ჟინი ის ყოველ ჯერზე, მარტივად წამოდგება ფეხზე გადატანილი წარუმატებლობის შემდეგ. ბავშვური ხასიათი, ინფანტილიზმი და მომავლის საოცარი რწმენა ეხმარება ამ ადამიანებს იმაში, რომ ხშირად მცირედითაც დაკმაყოფილდნენ და მუდმივად იქონიონ უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი.

მშვილდოსანი - ბედის ნებიერა, ქუდბედიანი და ხუმარაა. რომ არა იუმორის ამხელა დოზა, მშვილდოსანს რა ეშველებოდა? ეს ხალხი ყოველთვის ახერხებს იხუმროს ყველაფერზე, მათ შორის კი საკუთარ თავზე. ცუდი განწყობა მშვილდოსნისთვის წამიერია; მართალია, ზოგჯერ სევდაც დარევს ხოლმე ხელს, მაგრამ რეალურად, ძალზე მარტივად გამოდის დეპრესიული მდგომარეობიდან თუკი დაინახა, რომ თუნდაც ერთ ადამიანს მაინც სჭირდება გარშემო მისი სიყვარული და თანადგომა. მშვილდოსნებს დაუღალავად სჯერათ უკეთესის, ამიტომ მუდმივად მიიწევენ წინ და იშვიათად იხედებიან უკან წარსულისკენ, თუნდაც ეს წარსული შეცდომებით იყოს სავსე.

მერწყული - ჰუმანური, მომავლისკენ ორიენტირებული და კრეატიული ნიშანია. მისთვის მარტივია ყოველდღიური, ბანალური წვრილმანების დავიწყება რაიმე დიდი იდეის სანაცვლოდ. მერწყული უკონფლიქტოა, ეს თვისებაც აძლევს ძალას, რომ ოპტიმისტურად აღიქვას ადამიანები, მუდმივად დაინახოს მათში კარგი და ნაკლებად გაკიცხოს ისინი ცუდი თვისებების გამო. ამ ხალხს საოცარი მეგობრობა შეუძლია, ამიტომ თუკი არსებობს მეგობრული გარემო, ახალი იდეები და თემები, რომელიც მსჯელობას და ოცნებას მოითხოვს მერწყული ჭიქა ყავისა და სიგარეტის ამარაც ძალზე ბედნიერი იქნება ყოველთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42