5 იანვარს, ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა), 16:00 საათზე, საქართველოს ბუშტების ფეხბურთის ფედერაცია პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციის მიზანი საინფორმაციო სახეს ატარებს.
ბუშტების ფეხბურთის ფედერაციის დამფუძნებელი, ვატო წულუკიძე სპორტის ამ ახალი სახეობის შესახებ ისაუბრებს. საზოგადოებას ბუშტების ფეხბურთის მიზნებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს.
აქვე გაჟღერდება ინფორმაცია ჟურნალისტების ტურნირის შესახებ, რომელიც იანვრის ბოლოს გაიმართება.
ბუშტების ფეხბურთი, სპორტის ინოვაციური მიმართულებაა! სპორტი, რომელსაც ნაკლები წესებიაქვს და მეტ გართობას გპირდებათ.
საქართველოში ის პირველად 2015 წელს შემოვიდა. სპორტის ეს მიმდინარეობა, არაჩვეულებრივი გასართობი საშუალებაა მათთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მაგრამ პროფესიონალური თამაში არ იცის. ბუშტების ფეხბურთი ერთად კრებს ბურთის მოყვარულ ყველა ადამიანებს.
ბუშტების ფეხბურთი პირველად ნორვეგიაში ჰენრიკ ელვესტადისა და ჯოან გოლდენის მიერ შეიქმნა. თამაში პირველად მათ სატელევიზიო შოუ „ოქროს გოლში“ გამოჩნდა. სპორტის ამ სახეობას დიდი ხანი დასჭირდა, რომ აღიარება მოეპოვებინა დიდ ბრიტანეთში. როდესაც ბრიტანელმა წამყვანმა ლი მოსლიმ გადაწყვიტა სპორტის ამ სახეობის ბრიტანეთში გატანა, ინვესტორებმა მას იდეა დაუწუნეს და თქვეს, რომ მას მომავალი არ ჰქონდა.ამის მიუხედავად, ლიმ უკან არ დაიხია და იდეა თვითონვე დააფინანსა, რაც დღევანდელი დღის გადასახედიდან კარგი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგანაც ეს თამაში ახლა მსოფლიოს მასშტაბით ძალიან პოპულარულია.

მასალის გამოყენების პირობები






