2015 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 12,8%-ით გაიზარდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:22, 13 Jan, 2016     1151
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2015 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 1036,1 ათასი ტონა, რაც 132.6 ათასი ტონით ანუ 12.8%-ით აღემატება 2014 წლის იმპორტის მაჩვენებელს (903,5 ათასი ტონა). მათ შორის, 2015 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 441.0 ათასი ტონა (67.2 ათასი ტონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 595.1 ათასი ტონა (65,5 ათასი ტონით მეტი 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით).

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 297,3 ათასი ტონა ანუ 67,4%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 134,2 ათასი ტონა ანუ 30,4%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 9,5 ათასი ტონა ანუ 2,2%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 251,3 ათასი ტონა ანუ 42,2%, L-62 დიზელის საწვავი - 342,3 ათასი ტონა ანუ 57,5%, DT – 1,5 ათასი ტონა ანუ 0,3%.

ქვეყნების მიხედვით 2015 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 321,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 255,4 ათასი ტონა – 24,6%; ბულგარეთი - 178,5 ათასი ტონა – 17,2%; რუსეთი - 101,8 ათასი – 9,8%, თურქმენეთი - 85,7 ათასი ტონა – 8,3%, საბერძნეთი - 84,6 ათასი ტონა– 8,2%; ისრაელი - 8,0 ათასი ტონა ანუ 0,8% და სხვ.

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

2015 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 86,4 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 9,2 ათასი ტონით ანუ 10.6%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 85,9 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

2015 წლის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,2 ათასი ტონა, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 11.4%-ით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს.

2015 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 64,6 ათასი ტონა, რაც 13,6 ათასი ტონით ანუ 21%-ით ნაკლებია 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42