როდესაც ბავშვები გადაადგილებას, სიარულს , ხოხვას იწყებენ, მშობლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.
ბავშვის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კუნთების სწორად ფორმირებაა, რომელშიც მნიშვნელოვან როლს ჯდომის მანერაც ასრულებს.
აშშ-ის ბავშვთა სამედიცინო ცენტრის „პენფილდას“ ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ყველაზე საშიში „W” პოზაში ჯდომაა, როდესაც ბავშვებს ფეხები სხვადასხვა მიმართულებით აქვთ მოკეცილი.

ამ მოსაზრებას ეთანხმებიან ლუისვილის უნივერსიტეტის მეცნიერები. მათი თქმით, ეს პოზიცია კუნთების მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს - ამიტომ, ბავშვებს, რომლებიც ამ პოზაში ხშირად სხედან, ცერებრალური დამბლისკენ აქვთ მიდრეკილება.
ასეთ პოზაში ჯდომა შესაძლოა ჯანმრთელი ბავშვისთვისაც საშიში აღმოჩნდეს: არასაკმარისად განვითარებულმა კუნთებმა, შესაძლოა სახსრებისა და ხერხემლის პრობლემა წარმოშვაც, რაც ზრდასრულ ასაკში იჩენს თავს.
ამიტომ, დაიზღვიეთ თავი ზედმეტი გართულებებისგან და თუკი აღმოაჩენთ, რომ თქვენი პატარა ხშირად დიდ დროს ატარებს “W” პოზიციაში, შეეცადეთ გადააჩვიოთ და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მასალის გამოყენების პირობები






