ტურისტებისთვის სამყაროს ბევრი უმშვენიერესი ადგილი დიდი ხანია ცნობილია, იქნება ეს პირამიდები, უძველესი ქალაქები, უდაბნოები თუ რელიგიური ტაძრები, თუმცა არსებობს უფრო ინდივიდუალური და უფრო განსაკუთრებული, რომლის ნახვის ბედნიერება სიცოცხლეში ძალიან ცოტას თუ ერგო წილად.
კანადა, ნუნავუტი
კანადის უკიდურეს ჩრდილოეთში განთავსებული ნუნავუტის ტერიტორია „თოვლის დედოფლის“ ილუსტრაციას მოგაგობნებთ. ნაპირიდან რამოდენიმე კილომეტრში თქვენ შეგიძლიათ ნამდვილ ასიბერგზე გაისეირნოთ.

იტალია, ტორ დი პიზა
მიუხედავად იმისა, რომ ამ სასტუმრომდე მისასვლელეად რამდენიმე საათი ფეხით მოგიწევთ სიარული, მყუდრო, კომფორტული ნომრები ნამდვილად მოგიხსნით ყველანაირ დაღლილობას და აღფრთოვანებულს დაგტოვებთ.

ალიასკა, ვუდ-ტიკჩიკის ნაციონალური პარკი
ეს პატარა მეთევზის ქოხი ალიასკის ნახევარკუნძულის უკიდურეს ნაწილში მდებარეობს და უახლოეს გზატკეცილამდე 600 კმ-ა. თუმცა, აქ იმდენ თევზს დაიჭერთ, ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

დაკარგული ქალაქი
განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი ქალაქი, სადაც 200 კარგად შენახული შენობა დგას, კოლუმბიის ჯუნგლებშა ჩაკარგული. მასთან მისვლას რამოდენიმე დღე სჭირდება, ისიც სპეცგიდების დახმარებით.

ტიტიკაკას ტბა, პერუ
ტბა ტიტიკაკაზე 4 საათიანი გასეირნების შემდეგ, თქვენ მოხვდებით განმარტოებულ ადგილას, სადაც ცივილიზაციის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს.

.ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები
სანაპირო რიფების რთული სისტემა ამ ადგილს ფაქტიურად მიუდგომელს ქმნის.

თუქმენეთი
ადგილობრივები ამ ადგილს „ჯოჯოხეთის კარიბჭეს“ ეძახიან. ეს კრატერი თითქმის 40 წელია იწვის.

გვატემალა
ეს ქალაქი, მირადორი, ნაკლებად არის ცნობილი გვატემალაში განლაგებულ უძველეს ქალაქებს შორის, არადა აქ მაიას ტომამდელი ცივილიზაციის ნიშნები შეინიშნება.

სილენდი
ეს საგრაფო მხოლოდ ცალკე მდგომი საბურღი კოშკია, აქ მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა მისი ტერიტორიისათვის დიდი ბრიტანეთი სულ რაღაც 7 წლის წინ იბრძოდა. ამასთამ მის საიტზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გრაფის ტიტულის ყიდვა ... 320 დოლარად.

ჰუიჩჟოუ, ჩინეტი, პატარა სოფელი
ეს პროვინცია ყველაზე ღარიბად ითვლება მთელს ჩინეთში, თუმცა მის პატარა სოფლებსა და ქოხმახებს გარკვეული ხიბლი ნამდვილად აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები






