თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთს სირიაში, ლატაკიას პროვინციის ტერიტორიაზე ჯუჯა სახელმწიფოს შექმნა სურს. შეგახსენებთ, რომ ამ ტერიტორიაზეა განლაგებული რუსეთის სამხედრო ავიაბაზა.
ერდოღანმა Reuters-თან ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრისას სიტყვა "boutique" იხმარა, რაც პატარა, ვიწროსპეციალიზებულ მაღაზიას ნიშნავს. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუსეთი შეგნებულად ბომბავს ლატაკიის გარშემო არსებულ ტერიტორიას, რადგან სურს ამ „სახელმწიფოსთვის“ ადგილი გაანთავისუფლოს.
Reuters-ის ცნობით ერდოღანმა ასევე ირანიც გააკრიტიკა, რომელსაც სირიაში, ერაყსა და იემენში თავისი გავლენის სფეროების გაფართოება სურს.
მისი თქმით, რეგიონში რუსეთის ყოფნით კრისიზი უფრო და უფრო ღრმავდება.
„რუსეთი სირიაში შევიდა ტერორიზმთან ბრძოლის მიზეზით, სინამდვილეში კი იგი ასადის რეჟიმს უჭერს მხარს. რუსეთი არ ებრძვის ISIS-ს, არამედ ცდილობს ლატაკიაში საკუთარ კონტროლქვეშ მყოფი ჯუჯა სახელმწიფო შექმნას. იგი აგრძელებს ავიადარტყმებს ჩვენს მოძმე თურქმენების პოზიციებზე..“ - აგანაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.
მისი სიტყვებით სირიელი თურქმენები ანატოლიელი თურქების შთამომავლები არიან, რომლებიც ოსმანთა იმპერიის დროს დასახლდნენ სირიაში.
ექსპერტებს ასევე მოჰყავთ თურქეთის პრემიერ-მინისტრის ახმეტ დავითოღლუს განცხადება, რომლის თანახმადაც რუსეთმა სირიაში 4200 გაფრენა განახორციელა, მათ შორის მხოლოდ 191 იყო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.
კონფლიქტში რუსეთის ჩართვის შემდეგ დასავლეთის ქვეყნები უფრო და უფრო აძლიერებენ მის წინააღმდეგ ბრალდებებს, რომ იგი ასადის ოპოზიციის წინააღმდეგ იბრძვის. მეტიც, Amnesty International-მა რუსეთს სამხედრო დანაშაულებებშიც დასდო ბრალი, კერძოდ, ასეულობით მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში, ხოლო Human Rights Watch-მა განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო კონვენციებით აკრძალულ ე.წ. კასეტურ ყუმბარებს იყენებს, რის გამოც დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქე ზიანდება.
მასალის გამოყენების პირობები






