“ახალი ხელშეკრულების არგუმენტად იშველიებენ საერთაშორისო პრაქტიკას, სადაც ბარტერი ძალიან იშვიათია. ეს არგუმენტი სწორია, მაგრამ არა ზუსტი. ვნახოთ, როგორ ხდება ეს ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის გაზსადენიდან საქართველოსთვის სატრანზიტო გადასახადის ანაზღაურებისას: ა) 5 პროცენტი გვრჩება უფასოდ ბ) გარკვეულ ნაწილს ვიღებთ ძალიან შეღავათიან ფასად გ) გარკვეულ ნაწილს ვყიდულობთ სპეციალურ, იაფ ფასად დ) დანარჩენი შეგვიძლია ვიყიდოთ კომერციულ ფასად( როცა ამის რესურსი იქნება). თანაც არ გვაქვს დამატებითი საექსპლუატაციო ხარჯები გასაწევი. მილსადენი ჩვენ არ გვეკუთვნის და მის ოპერირებას ბრიტანული კომმპაბია BP ანხორციელებს. ზემოთ ნახსენები 5 პროცენტი, ფაქტობრივად, ისეთივე ნატურით დატოვებული გაზია, როგორც რუსეთის შემთხვევაში. მაგრამ, მართლაც, ნატურით ანაზღაურება რომ არ გამოვიდეს, ფორმალურად BP გვიხდის ფულს და იმავე წამს ამ ფულს ვუბრუნებთ უკან და "ვყიდულობთ" გაზს. განსხვავება იმაშია, რომ როგორიც არ უნდა იყოს გაზის ფასი ამა თუ იმ პერიოდში, მიღებული ფულით ყოველთვის გვერგება კუთვნილი 5 პროცენტი. სწორედ ამაშია უზარმაზარი განსხვავება ამ და გაზპრომის ვარიანტს შორის. გაზპრომმა მოგვცა ფული და გაგვინახევრა გაზი. ამ წარუმატებელი შედეგისათვის მთავრობა უნდა დაისაჯოს. მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრის მსხვერპლად შეწირვა არ იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობის სწორი ფორმა. ახლა ისე უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს მთელი ეს ფარული მოლაპარაკებები ტრანზიტის სქემის შეცვლას ეხებოდა. კონტრაქტის გაგრძელება ერთი წუთის საქმე იყო ყოველთვის. სინამდვილეში ეს ხალხი სათავისოდ თუ ქვეყნისათვის უამრავ სქემებს ხლართავდა. ჩაითრია გაზპრომაა საკუთრ თამაშში და წაგვართვა მილიონები. როგორც იტყვიან, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. ქვეყანას პოლიტიკურად დილეტანტები მართავენ. დროა შევიდეს ყველა თავის ბუტკაში. ზოგისთვის ეს ბუტკა ბიზნესია, ზოგისთვის სპორტი და ზოგისთვის თამადობა! ” - აცხადებს გოცირიძე.
მასალის გამოყენების პირობები






