Bloomberg - რუსეთის ეკომომიკას მასშტაბური დეფოლტი და რეცესია ელის
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:08, 13 Jan, 2016     3941

Bloomberg-ის ცნობით რუსეთის ეკონომიკას, რომელიც ნედლეულის - ნავთობის ექსპორტზეა გათვლილი, ბარელზე 50$ ღირებულებით, ისტორიაში ყველაზე ღრმა რეცესია ელის უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.

ნავთობზე ფასის შემდეგი ვარდნა შეამოწმებს პუტინის ოპტიმიზმის სისწორეს, რომელმაც განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისის ყველაზე მძიმე ეტაპი განვლილია, - სარკაზმით აღნიშნავს სააგენტო.

რუსეთის ბიუჯეტის დაბალანსებისათვის აუცილებელია ნავთობის ფასი 80$-მდე მაინც უნდა ავიდეს, მაგრამ რუსეთის ცენტრალური ბანკი პროგნოზირებს მხოლოდ 60 $-მდე აწევას.

„რუსეთი რეცესიის ან სტაგნაციის საფრთხის წინ დადგება, თუ ნავთბზე ფასი 50$-ზე ზევით არ ავა. ეს ხელისუფლებისაგან მოითხოვს ხარჯების შემცირებას, მათ შორის სამხედრო ხარჯების, ისევე, როგორც სარეზერვოი ფონდის დარჩენილი ნაწილის დახარჯვას,“ - განაცხადა ING-ს ეკონომისტმა დიმიტრი პოლევიომ.

„ჩვენ ველით მოკრძალებულ 0,5% ზრდას 2016-ში, მაგრამ ეკონომიკა რეცესიაში დარჩება, თუ ნავთობის ფასი 60$ დოლარს ქვემოთ დარჩება,“ - განაცხადა Royal Bank of Scotland Group Plc-ის რუსეთის ფილიალის წარმომადგენელმა ტატიანა ორლოვამ.

გასული წლის 20 ივლისს Standard&Poors (S&P) იწინასწარმეტყველა რუსეთის დეფოლტი 2-3 წლის შემდეგ, რასაც ე.წ. რეგიონული ვალები განაპირობებს. ყველაზე პრობლემური ამ მხრივ ჩუკოტკაა, სადაც დავალიანება - 144 %-ია შემოსავლებთან შედარებით.

2015-ის ივნისში ნოვგოროდის ოლქმა პირველმა დაუშვა დეფოლტი. ადრე სააგენტო S&P განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთიუს ფედერაციის ერთერთი სუბიექტი ასევე დაუშვებს საბანკო კრედიტების გადახდის გადავადებას, რეფინანსირების თანხებისადმი შეზღუდული ეწვდომის გამო.

S&P-ის ტერმინოლოგიით, ეს ნიშნავს დეფოლტს: “დეფოლტია სიტუაცია, როდესაც მსესხებელმა ვერ შეასრულა სასესხო ვალდებულება თავის დროზე და სრული მოცულობით“, სააგენტო S&P აღნიშნავს რომ პუტინის განკარგულებებით გაზრდილი სოციალური ხარჯები არ უტოვებს რუსეთის რეგიონებს სხვა შანსს, გარდა დეფიციტისა და ვალის გაზრდისარაც არასტაბილურ სიტუაციაში აგდებს მათ - მიმდინარე ხარჯების ვალების მეშვეობით დაფარვის ხარჯზე.

ექსპერტებს არ სჯერათ არც რუსეთის მშპ-ს კვარტალური ზრდისა 2016-ში, არც მისი სწრაფი ზრდისა, და პროგნოზირებენ, რომ მისი ვარდნა ხანგრძლივი პროცესი იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42