ამის შესახებ ირანის საზღვაო ძალების მეთაური ალი ფადავი იტყობინება.
შეგახსენებთ, ირანმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი გემი დააკავა. როგორც AP აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივან, პიტერ კუკზე დარდნობით იტყობინება, ხომალდები ქუვეითსა და ბაჰრეინს შორის მოძრაობდნენ, როცა აშშ-მა მათთან კავშირი დაკარგა. კუკის თქმით, პენტაგონი დაუკავშირდა ირანს და მიიღო დაპირება, რომ ეკიპაჟის წევრებსა და ხომალდებს მალევე გაათავისუფლებენ.
აშშ-ის ოფიციალური განცხადებით, ერთ-ერთ გემს მექანიკური ხასიათის პრობლემა შეექმნა, რის შემდეგაც ის იძულებული შეიქნა, ცურვა შეეწყვიტა, რა დროსაც მოხდა მათო დაკავება. როგორც ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ იუწყება, ირანმა დააკავა ათი ამერიკელი მეზღვაური (მათ შორის ერთი ქალი), რომლებიც, სააგენტოს თქმით, „ნახევრად მძიმე იარაღით“ იყვნენ აღჭურვილი.
მასალის გამოყენების პირობები






