ბარაკ ობამამ ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე ისაუბრა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოება კი მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და კონგრესს „დაეშის“(„ისლამური სახელმწიფოს“) წინააღმდეგ ომის შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"თუ ამ მოწვევის კონგრესს ტერორიზმის დამარცხება მართლა სურს და უნდა მთელ მსოფლიოში მყოფ ჩვენს ჯარებს სიგნალი გაუგზავნოს, მაშინ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებართვა უნდა გასცეთ" - განაცხადა ობამამ.
მისი მოსაზრებით, XXI საუკუნეში აშშ-ის, როგორც ლიდერი სახელმწიფოს ფუნქცია მსოფლიოს გაერთიანებაში მდგომარეობს, პრობლემების მოგვარების მიზნით.
„მსოფლიო ლიდერად აშშ-ს ხედავს და არა რუსეთს ან ჩინეთს" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამერიკას მსოფლიოში ყველაზე მდგრადი ეკონომიკა აქვს. რაც შეეხება სამხედრო სფეროს, ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოა.
"საუბრები იმის შესახებ, რომ ამერიკის ეკონომიკა ვარდნას განიცდის, პოლიტიკური პროპაგანდაა. ამერიკა დედამიწის ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოა. ჩვენ სამხედროებზე უფრო მეტს ვხარჯავთ, ვიდრე ჩვენს მერე 8 ქვეყანა ერთად აღებული. ჩვენი ჯარები მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ბრძოლისუნარიანია, ვერც ერთი ქვეყანა ვერ ბედავს, აშშ-ს ან ჩვენს მოკავშირეებს თავს დაესწხას, რადგან იციან, რომ ეს იქნება გზა მათი განადგურებისკენ. კვლევების თანახმად, ჩემი პრეზიდენტობის დროს აშშ-ის პოზიციები მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდა. თანაც, როცა საქმე სერიოზულ საერთაშორისო პრობლემებს ეხება, ადამიანები მთელ მსოფლიოში პეკინს ან მოსკოვს არ უყურებენ – ისინი ჩვენ გვეძახიან" - განაცხადა ბარაკ ობამა კონგრესში.
აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინასა და სირიაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსკოვის მცდელობის მიუხედავად, ეს ორი ქვეყანა რუსეთის ორბიტიდან გადის, მოსკოვი კი ამ პროცესს ვერ შეაჩერებს.
"ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, რუსეთი უკრაინისა და სირიის შესანარჩუნებლად რესურსების ხანრჯვას განაგრძობს, თუმცა ეს სახელმწიფოები მისი ორბიტიდან გადიან" - აღნიშნა ობამამ. პრეზიდენტის თქმით, თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ მთავარ საფრთხეს არა მხოლოდ „ბოროტების იმპერია,“ არამედ არშემდგარი სახელმწიფოებიც წარმოადგენენ.
პრეზიდენტმა გუანტანამოს ციხის დახურვასთან დაკავშრებით მუშაობის გაგრძელების პირობაც დადო.
გარდა ამისა, ბარაკ ობამამ კიბოსთან ბრძოლის ახალი პროგრამა დააანონსა.
„ამერიკამ მისი ინოვაციური სული უნდა გამოიყებოს, რათა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნას. ჩვენ უნდა დავეხმაროთ სიმსივნის დამარცხებაში აფრიკასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს“ - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.



მასალის გამოყენების პირობები






