თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტააიპ ერდოღანის განცხადებით, დღს დილით სტაბოლის ცენტრში აფეთქება სირიელმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
"ვგმობ აფეთქებას, რომელიც სავარაუდოდ, სირიელი წარმოშობის თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა" - განაცხადა ერდოღანმა.
როგორც „როიტერი“ თურქ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, ტერორისტი 28 წლის სირიელია, რომელსაც უშიშროების სამსახურის ცნობით დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდა კავშირი.
შეგახსენებთ, სტამბოლოს ცენტრის ისტორიულ უბანში, სულთან-აჰმეთის მოედანზე აფეთქება ადგილობრივი დროით 10:30 საათზე მოხდა, რომელსაც მინიმუმ 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაშვებულია 15-მდე ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. გავრცელებული ცნობით დაღუპულთა და დაშავებულთა შორის როგორც თურქეთის მოქალაქეები, ასევე უცხოელი ტურისტები არიან.
ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ტერაქტი მოაწყო და უცხოელი ტურისტების გვერდით აიფეთქა თავი.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
მასალის გამოყენების პირობები






