ოდესის ოლქის გუბენრატორმა მიხეილ სააკაშვილმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი თანამდებობიდან საჯაროდ გაათავისუფლა. ამის შესახებ სააკაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.
"მას შემდეგ, რაც საბინაო-კომუნალური მეურნეობის დეპარტამენტის უფროსი, მარჩენკო დააკავეს, ჩემი დავალებით, ჩატარდა შიდა შემოწმება, რომლის მსვლელობიას ჩვენ გამოვავლინეთ , რომ ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი რეზნიკი უკანონოდ ამისამართებდა დოკუმენტებს, რომლებიც ოლქის სამშენებლო სამუშაოებთან იყო დაკავშირებული.
დღეს, მოვიწვიე უკრაინის შინაგან საქმეთა სამმართველოს და პროკურატურის ხელმძღვანელობა, ოდესის ოლქში სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის სხდომაზე, სადაც საჯაროდ გავათავისუფლე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი და მოვუწოდე სამართალდამცავ ორგანოებს, დაკავდნენ მისი საქამინობის შესწავლით. გარდა ამისა გადაამოწმონ ადმინისტრაციის ძირითადი ერთეულების ყველა ფინანსური დოკუმენტი.
იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გავანადგურეთ ტრადიციული კორუფციული ვერტიკალი ოდესაში, მე ვიქნები განსაკუთრებით უკომპრომისო და დავასრულებ სრულ წმენდას ოფისის თითოეულ კაბინეტში.
მას შემდეგ, რაც შევამცირეთ ადმინისტრაციის თანამშრომლების რიცხვი 800-დან 400 ადამიანამდე, ჩვენ ვაგრძელებთ რეორგანიზაციას და მიუხედავად შრომის კოდექსისგან შექმნილი დაბრკოლებებისა, შეიცვლება თითქმის ყველა ძველი ხელმძღვანელობა და დაინიშნება ახალი კადრები გამჭვირვალე კონკურსის საფუძველზე, როგორც ჩვენ უკვე გავაკეთეთ მთავარ რაიონულ ადმინისტრაციებში, ოქლის ადმინისტრაციის რამდენიმე დეპარტამენტსა და მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში" -წერს სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






