ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის მრავალშვილიან ოჯახს ოჯახს მეშვიდე ბავშვი შეემატა. RadarOnline-ის ინფორმაციით, ანჯელინამ კამბოჯელი ბიჭი, ალოი საიდუმლოდ იშვილა.
„შვილად აყვანის პროცედურა საიდუმლო საბრძოლო ოპერაციასავით ჩატარდა. ენჯის არ უნდოდა, რომ ბრედს ამის შესახებ ცოდნოდა, რადგანაც იცის, რომ ქმარი წინააღმდეგი იქნებოდა “ – წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით და თან ექსკ;უზიურ ფოტოებს ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ბიჭი, რომელიც ჯოლიმ იშვილა, კამბოჯელი ღარიბი წყვილის ცამეტიდან ერთ-ერთი შვილია. ბავშვის მამა უმუშევარია. ანჯელინა კი დიდი ხანია ოჯახს ეხმარება. ამავდროულად ალოის შვილად აყვანის სანაცვლოდ, მის მშობლებს 1 მილიონი დოლარი გადაუხადა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი მეშვიდე ბავშვის მისაღებად ემზადებოდნენ, ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომას გავრცელდა. თუმცა, მაშინ გავრცელებული ცნობით, წყვილი იმ ბავშვის შვილად აყვანას აპირებდა, რომელსაც ჯოლი სირიაში, ლტოლვილების ბანაკში შეხვდა.
მეშვიდე ბავშვის შვიალდ აყვანის შესახებ წყვილს ოფიცილაური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს თანაცხოვრების პერიოდში სამი შვილი გაუჩნდა. ბრედმა ანჯელინას 2 შვილობილი იშვილა, შემდეგ კი ერთად ბიჭიც იშვილეს.





მასალის გამოყენების პირობები






