ა.წ. დეკემბრის თვეში დაფიქსირდა ზრდა როგორც წინა თვესთან (16.8%-ით), ასევე, წინა წლის იმავე თვესთან (4.8%-ით) შედარებით. 2015 წლის დეკემბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 16.4%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 28.0%-ით გაიზარდა. აღნიშნული ტენდენციისგან განსხვავებით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით დაფიქსირდა სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 5.8%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის კლება 17.9%-ით.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.959 და 1.008 დონეებზე დაფიქსირდა.
ა.წ. დეკემბრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2252 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 53.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 739 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 41.4%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95.0% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 127 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 65 კოოპერატივი, 12 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 7 სააქციო საზოგადოება, და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
მასალის გამოყენების პირობები






