ლიონელ მესი "ოქროს ბურთის" მფლობელი მეხუთედ გახდა
სპორტი - 22:53, 11 Jan, 2016     3221
ფიფამ "ოქროს ბურთის" მფლობელი გამოავლინა. არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" თავდამსხმელი 28 წლის ლიონელ მესი "ოქროს ბურთს" მეხუთედ დაეუფლა.აღნიშნული ჯილდოს მოპოვებაში მესის პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ და ბრაზილიელი ნეიმარი ეცილებდნენ.

"აქ დაბრუნდე და კიდევ ერთი ოქროს ბურთი მოიგო, მას შემდეგ, რაც ზედიზედ 2 წელი კრიშტიანო რონალდოს ბენეფისს ვუყურებდი - განსაკუთრებული მომენტია. დაუჯერებელია, რომ ჩემთვის ეს მეხუთე ოქროს ბურთია, ეს უფრო მეტია, ვიდრე ბავშობაში ვოცნებობდი. მადლობა ფეხბურთს ამ შესაძლებლობისთვის"- განაცხადა მესიმ.

არგენტინელ ფეხბურთელს აქამდე ოქროს ბურთი 2009,2010, 2011 და 2012 წლებში ჰქონდა მოგებული.

ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და "ფრანს ფუტბოლთან" ასოცირებულმა ჟურნალისტებმა უპირატესობა "ბარსელონას" ლიდერს მიანიჭეს. მან ხმების 41,33% მიიღო. დაჯილდოებაზე გამოვლინდა საუკეთესო მწვრთნელიც. აღნიშნულ ნომინაციაში "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა 45 წლის ლუის ენრიკემ გაიმარჯვა.
საუკეთესო გოლის ნომინაციაში ბრაზილიელი ფეხბურთელის, უენდელ ლირას გოლმა გაიმარჯვა. სიმბოლური ნაკრებში კი შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: მანუელ ნოიერი (ბაიერნი), დანი ალვეში (ბარსელონა), ტიაგო სილვა (პსჟ), სერხიო რამოსი (რეალი), მარსელო (რეალი) ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ლუკა მოდრიჩი (რეალი), პოლ პოგბა (იუვენტუსი) კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა) და ნეიმარი (ბარსელონა).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42