,,NATO-ს და აშშ-ს ევროპის ტახტზე მარტო ჯდომა სურდათ“ - პუტინის ინტერვიუ
მსოფლიო - 14:46, 11 Jan, 2016     4803
„საზღვრებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს“ - ამ სათაურით აქვეყნებს გერმანული გამოცემა „ბილდი“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს. პუტინმა ყირიმზე, ანგელა მერკელზე, ევროპაში აშშ-ის პოლიტიკაზე და ნატოს გაფართოების საკითხზეც ისაუბრა და ალიანსი ევროპაში „მეფობის“ სურვილის ქონაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ალიანსის აღმოსავლთით გაფართოება მსოფლიოში ვითარების დესტაბილიზაციასა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გამწვავებას იწვევს.

,,არასად არ წერია, რომ ნატო-მ ქვეყნები აუცილებლად უნდა მიიღოს. ეს დამოკიდებულია გარდაუვალ პოლიტიკურ ნებაზე. მაგრამ ზოგს არ სურს წევრობა. ნატოს და ამერიკის შეერთებულ შეტატებს სურდათ სრული გამარჯვება საბჭოთა კავშირზე; მათ სურდათ ევროპაში სამეფო ტახტზე მარტო ჯდომა, მაგრამ ისინი სხედან და ჩვენ ვსაუბრობთ იმ კრიზისზე, რომელიც შეიძლება რომ ჩვენ არ გვქონოდა. ამ აბსოლუტური ტრიუმფისაკენ მისწრაფების სურვილი ასევე ჩანს ანტისარაკეტო თავდაცვითი შეიარაღების ამეირკულ გეგმაში" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით რუსეთის მიერ დაშვებულ შეცდომებზე და ტერორიზმის საფრთხეების შესახებაც ისაუბრა.

"რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე უნდა დაეფიქსირებინა, რაც მთავარი შეცდომა იყო ნატოსთან ურთიერთობებში" - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ყირიმის მოვლენებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არ არღვევს.

„ყირიმის შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ ირღვევა. გაეროს წესდების შესაბამისად, ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ჩვენ არ გვიომია ყირიმში, არ ყოფილა სროლა, არავინ დაღუპულა. ჩვენმა ჯარისკაცებმა უბრალოდ ვერ უგულებელჰყვეს ყირიმელი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვა.

რეფერენდუმზე, ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა რუსეთის ფედერაციის ნაწილად ყოფნას დაუჭირა მხარი“- განაცხადა პუტინმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ არ შეიძლება საზღვარზე თვითნებურად და უცერემონიოდ გადაადგილება, პუტინმა განაცხადა : „საზღვრებსა და ტერიტორიებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ხალხის ბედი.“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42