NATO აძლიერებს ძალებს ახალი ტექნოლოგიებით წესდების მე-5 მუხლის ამოქმედების საჭიროებისთვის - ნატოს სარდალი ევროპაში
მსოფლიო - 12:51, 11 Jan, 2016     3231
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკვე სრულად აღიარებენ იმას, რომ შესაძლოა ნატოს დაუდგეს საჭიროება რუსეთთან ომში ჩაბმის. აშშ-ს სახმელეთო ძალების სამხერდო კოლეჯის პროფესორი, სტივენ ბლანკი რადიო თავისუფლებასთან აცხადებს, რომ სწორედ ასე უნდა იქნას გაგებული ნატოს ძალების მთავარსარდლის, გენერალ ფილიპ ბრიდლავის სიტყვები, რომელიც მან განუცხადა რადიოს თავისუფლების კორესპონდენტს. გენერალი იმის აუცილებლობაზე საუბრობს, რომ საჭიროა ნატომ გააძლიეროს თავის ჯარების ბრძოლისუნარიანობა რუსეთში გაზრდილი აგრესიის ფონზე. ,,ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოატლანტიკურმა კავშირმა გაითავისა, რომ ის უნდა იყოს სრულ მზადყოფნაში წევრი ქვეყნების დასაცავად სამხედრო ძალის გამოყენებით, თუ რუსეთი შეეცდება თავს დაესხას რომელიმე მათგანს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატოს მთავარსარდალი აღიარებს ომის შესაძლებლობას ევროპის აღმოსავლეთში“ - განაცხადა პროფესორმა ბლანკმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვის პროპაგანდისტული შიშები, რუსეთზე ალიანსის შესაძლო თავდასხმის შესახებ, არაფერია თუ არა პარანოაი. მისი სიტყვებით, ნატოს ევროპაში არ ჰყავს მობილიზებული თავდასხმითი პოტენციალი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას რუსულ ინტერესებს, ,,თუ რუსეთი არ დაესხმება თავს ნატოს რომელიმე წევრ-ქვეყანას, რაც აიძულებს ნატოს ძალისმიერი გზებით აღკვეთოს რუსული საფრთხე რეგიონში“ - დასძენს ექსპერტი.

კითხვაზე, გააჩნია თუ არა ალიანსს იმის ძალები, საჭიროების შემთხვევაში მიაყენოს საგრძნობი დარტყმა რუსეთს, ანალიტიკოსმა ცალსახად დადებითი პასუხი გასცა. მაგრამ პროფესორმა მიუთითა იმაზე, რომ რეალურად სიტუაცია გამოიყურება იმის საწინააღმდეგოდ, ვიდრე ამას აცხადებს რუსეთის თავის პროპაგანდაში და ეს ჩანს მისი ქმედებებიდან - ,,სწორედ რუსეთი შეიჭრა საქართველოსა და უკრაიკნაში, სწორედ რუსეთ ემუქრება ევროპას ბირთვული იარაღით, სოწრედ მოსკოვის ქმედებები მიანიშნებს იმაზე, რომ ბარიერს არ წარმოადგენს ევროპის ქვეყნების ტერიტორული მთლიანობა და ანექსია. ასე, რომ სწორედ რუსეთი უნდა იქნას აღქმული საფრთხედ ევროპისთვის და არა ნატო რუსეთისთვის“.

გენერალმა ბრიდლავმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ნატომ დაიწყო მისი მოწინავე ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერება პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ. ,,ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უნდა ავწიოთ მომზადების დონე და ბრძოლისუნარიანობა ჩვენი სამხედრო შენაერთებისა ევროპაში, რათა სჭიროების შემთხვევაში შეგვეძლოს ნატოს წესდების მეხუთე მუხლის რეალიზაცია“ - განმარტა ნატოს ძალების სარდალმა ევროპაში გერმანელ ჟურნალისტებთან საუბრისას. როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, ალიანსმა დაჩქარებული წესით დაიწყო დანერგვა სამხედრო-საჰაერო ძალებში უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების, რომელიც ჭიანურდებოდა ერაყისა და ავღანეთის სამხედრო ოპერაციების შემდეგ. ,,მას შემდეგ, რაც ჩვენ განვახორციელეთ სამხედრო-საჰაერო კამპანიები ერაყში, ან კიდევ ავღანეთში, უკვე დიდი დრო გავიდა“ - აცხადებს ბრიდლავი, ,,ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მოწინავე სიახლეების დანეგრვას, რათა გვქონდეს გრძელი სკამი ამ ბრძოლისთვის“.

ბრიდლავმა ეს სიტყვა წარმოსთქვა მოსკოვის მისამართით მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ახალი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ნატო პირველად იქნა ნახსენები, როგორც საფრთხე რუსეთისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42