10 იანვარს, The Beveryly Hilton-ში "ოქროს გლობუსის" 73-ე დაჯილდოვება გაიმართა. შოუს უკვე მეოთხედ რიკი ჯავეისი უძღვებოდა.
"ოქროს გლობუსი" საუკეთესო ფილმისთვის The Revenant-მა აიღო.

ამავე ფილმისთვის, მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთის "ოქროს გლობუსი" ლეონარდო დიკაპრიოს გადაეცა. ეს მისი მესამე "ოქროს გლობუსია."
"ამ ჯილდოს იმ ხალხთან ერთად ვიზიარებ, რომლებიც ფილმშია წარმოდგენილი. დროა, რომ ვაღიაროთ თქვენი ისტორია და დავიცვათ თქვენი მიწა კორპორატიული მიზნებისგან. დროა, თქვენი ხმა გავიგონოთ და მომავალი თაობებისთვსის დავიცვათ პლანეტა" - განაცხადა დიკაპრიომ.
აღსანიშნავია, რომ "ოქროს გლობუსს" "ოსკარის" რეპეტიციას უწოდებენ, რაც იმის ვარაუდს ამყარებს, რომ ლეონარდო ამ წელს მაინც გახდება "ოსკაროსანი" მსახიობი.

მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი, მიუზიკლში ან კომედიაში – მეთ დეიმონი – The Martian

საუკეთესო რეჟისორი : ალეხანდრო გონსალეზ ინარიტუ – The Revenant

საუკეთესო ქალი მსახიობი, დრამა : ბრი ლარსონი – Room
უკეთესო ქალი მსახიობი, მიუზიკლი-კომედია : ჯენიფერ ლოურენსი – Joy

საუკეთესო დამხმარე მსახიობი მამაკაცი : სილვესტერ სტალონე – Creed

საუკეთესო დამხმარე ქალი მსახიობი : ქეით ვინსლეტი – Steve Jobs

საუკეთესო ანიმაციური ფილმი : Inside Out

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა ფილმისთვის: Writing’s on the Wall
მასალის გამოყენების პირობები






