"კაბიანი ჯობსი" - ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი, რომელმაც მედიცინაში გარღვევა მოახდინა
ეს საინტერესოა - 20:21, 10 Jan, 2016     10928

როდესაც ელიზაბეთ ჰოლმსის ისტორიას გაეცნობით, შეუძლებელია სტივ ჯობსთან არ გაავლოთ პარალელი. ბავშვობაში ორივეს მარტოობა უყვარდა, ორივემ მიატოვა სწავლა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ უფრო მნიშვნელოვანის მიღწევა შეეძლოთ. ისევე როგორც ჯობსს, ჰოლმსსაც სჯეროდა, რომ მის კომპანიას მსოფლიოს შეცვლა შეეძლო. თუმცა , სტივ ჯობსი მილიარდელი 40 წლის ასაკში გახდა. ელიზაბეთი კი სულ რაღაც 31 წლისაა და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალია. გასულ წელს მისი პროექტი "თერანოსი" (Theranos) 9 მილიარდ დოლარად შეფასდა.

ჰოლმსი შავ მოტკეცილ სვიტერებს ატარებს . ამით, შერონ სტოუნს ბაძავს ,მარტინ სკორსეზეს ფილმიდან "კაზინო". ასზე მეტი შავი სვიტერი აქვს და დილაობით დროს არ კარგავს იმაზე ფიქრით, რა ჩაიცვას. სტივ ჯობსის ბიოგრაფია კი ოთახში კედელზე უკიდია.

ბავშვობაში ელიზაბეთი ბევრს კითხულობდა. განსაკუთრებით აინტერესებდა თავისი პაპის პაპის - ქირურგის, ინჟინერის, გამომგონებლის კრისტიან ჰოლმსის ბიოგრაფია და გადაწყვიტა ცხოვრება მედიცინასთან დაეკავშირებინა, მაგრამ ექიმობა არ გამოუვიდა და ეს მაშინ აღმოაჩინა, როცა მიხვდა, რომ ნემსის დანახვისაც კი ეშინოდა. მოგვიანებით, განაცხადა, რომ ეს შიში გახდა მთავარი მიზეზი "თერანოსის" დაწყებისა - კომპანიის, რომელიც საშუალებას იძლეოდა ანალიზი არა ვენიდან, არამედ თითიდან პატარა ნემსით აეღოთ.
ელისაბეთმა სტენფორდში ქიმიური ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩააბარა. პირველივე კურსზე დეკან ჩენინგ რობერტსონინგან იმ იმ ლაბორატოირაში მუშაობის უფლება მოიპოვა, სადაც ის სტუდენტები საქმიანობდნენ, რომლებიც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის დაცვას აპირებდნენ.

შემდეგ იყო სტაჟირება სინგაპურში "გენომის ინსტიტუტში", სადაც შეისწავლა მაშინ აზიაში გავრცელებული ატიპური პნევმონია. ის აკვირდებოდა, როგორ იღებდნენ სისხლს ანალიზისთვის და ფიქრობდა, რომ ამის გაკეთება უფრო თანამედროვე მეთოდებით იყო შესაძლებელი.
ამერიკაში დაბრუნების შემდეგ იყო საპატენტო განცხადება - პლასტირი, რომელიც გამოჰყოფს სამედიცინო ნივთიერებებს და თვალყურს ადევნებს ცვლილებებს სისხლში. მას შეიძლება მიემაგროს მობილური ტელეფონის ჩიპიც და მონაცემები კი ექიმს მიაწოდოს. ჰოლმსმა ყველაფერი პროფესორ ჩენინგ რობერტსონს აჩვენა და შესთავაზა მისი მრჩეველი გამხდარიყო.

19 წლის ასაკში ჰოლმსმა მიატოვა უნივერსიტეტი, ის ფული კი, რომელიც ოჯახს სწავლისთვის ჰქონდა გადადებული საკუთარ კომპანიაში ჩადო და ინვესტორების ძებნას შეუდგა.

2005 წლისთვის ჰოლმსმა დაახლოებით 6 მილიონი დოლარი მიიზიდა. თუმცა, კლინიკური გამოცდების ჩატარებას ტესტები სჭირდებოდა, ეს კი სერიოზულ ფინანსებს მოითხოვდა. ჰოლმსმა ხელის მოაწერა კონტრაქტებს ფარმაცევტულ კორპორაციებთან, მათ შორის "პფაიზერთან" და "გლაქსოსმითკლაინთან", რის შემდეგაც მისმა კომპანიამ მუშაობა დაიწყო მათი განყოფილებების სახით. ამის შემდეგ მისი პროექტით დაინტერესდნენ უფრო სერიოზული ინვესტორები. 2010 წლის ბოლოსთვის მან 92 მილიონი დოლარი მიიზიდა და დაიწყო სათანადო ტესტებზე მუშაობა.

ჰოლმსის კომპანია საშუალებას იძლევა, მხოლოდ თითიდან მხოლოდ1 წვეთი ჩაატაროს 30 ტესტი მიკროფლუიდებისა და ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ჰოლმსის საიდუმლოა. ეს უფრო სწრაფი და იაფია, ვიდრე ჩვეულებრივ ლაბორატორიებში.

მის პროექტს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, თუმცა ფაქტია 31 წლის ქალბატონის კარიერა დღითიდღე წინ მიიწევს, მისი კომპანია კი უფროდაუფრო ფართოვდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42